მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირი ლტოლვილთა დასახმრებლად ახალ პაკეტს მიიღებს

ევროკავშირი ლტოლვილთა დასახმრებლად ახალ პაკეტს მიიღებს

ევროკავშირის მიზანია, დაეხმაროს წევრ ქვეყნებს, რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინიდან წამოსულ ადამიანებს და უზრუნველყოს ისინი საცხოვრებელი პირობებითა და სამსახურით, ასევე განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით. ამისთვის კომისია 3 მილიარდ ევროზე მეტ გამოყოფს.

გაეროს მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რუსული ტანკები უკრაინის საზღვარზე შეიჭრნენ და მოსკოვმა ქალაქების დაუნდობელი დაბომბვა დაიწყო,  3,6 მილიონზე მეტი ადამიანი – ძირითადად ქალები და ბავშვები – უკრაინიდან მეზობელ ქვეყნებში თავშესაფრის საძიებლად გადადიან.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მარგარიტის შინასმა განაცხადა, რომ ახალი ზომები ამ თვის დასაწყისში გამოცემული „დროებითი დაცვის დირექტივისა“ და ევროპის მასშტაბით ლტოლვილების მიღების ინიციატივის საფუძველზე მიიღეს.

“ევროკავშირმა საოცარი მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინას, თუმცა ეს არ არის საკმარისი,  სწორედ ამიტომ გვინდა წამოვიწყოთ ახალი ინიციატივა, რომელიც უსაფრთხო სახლების  შეთავაზებას გულისხმობს და ვნახოთ, როგორ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან და შევქმნათ ახალი ინოვაციური პარტნიორობა ადგილობრივ, ეროვნულ და ევროკავშირის დონეზე იმ ევროპელების მხარდასაჭერად, რომლებიც თავიანთი სახლის კარს უღებენ  ლტოლვილებს“, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

ახალი წესით გათვალისწინებულია უკრაინაში დაობლებული ბავშვების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე გახშირდა ბავშვებისა და სხვა ლტოლვილების ტრეფიკინგის შემთხვევები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend