84 წლის ასაკში, სიმსივნით გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი. ამის შესახებ 23 მარტს მისმა ოჯახმა განაცხადა.
ოლბრაიტი სახელმწიფო მდივნის პოზიციას ბილ კლინტონის პრეზიდენტობის ბოლო ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა.
მადლენ ოლბრაიტი პირველი ქალი იყო, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობა დაიკავა. 1992 წელს ის ბილ კლინტონის მრჩეველი გახდა, აშშ-ის პრეზიდენტად კლინტონის არჩევის შემდეგ კი ის გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნა.