მთავარიმსოფლიოNATOიენს სტოლტენბერგი - იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით, საჭიროებისამებრ დავეხმაროთ რუსეთის ზეწოლის საფრთხის...

იენს სტოლტენბერგი – იმედი მაქვს, რომ შევთანხმდებით, საჭიროებისამებრ დავეხმაროთ რუსეთის ზეწოლის საფრთხის ქვეშ მყოფ პარტნიორებს, მათ შორის საქართველოსა და ბოსნია-ჰერცეგოვინას

ველი, რომ ჩვენ შევთანხმდებით, გავაძლიეროთ მხარდაჭერა სხვა პარტნიორების მიმართ, რომლებიც რუსეთის ზეწოლის გამო რისკის ქვეშ არიან, მათ შორის საქართველო და ბოსნია-ჰერცეგოვინა, – ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატოს სამიტამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო ამ ქვეყნებს უნდა დაეხმაროს.

„ევროკავშირთან ერთად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების უფლების დაცვაში“, – აღნიშნა ნატოს გენმდივანმა პრესკონფერენციაზე.

ნატოს რიგგარეშე სამიტამდე ერთი დღით ადრე, სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინის უკრაინაში შეჭრა “სასტიკი“, ხოლო ადამიანთა ტანჯვის ხილვა “შემზარავი და მტკივნეულია”.

„ჩვენ მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია უკრაინის მხარდასაჭერად. მაგრამ ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ომის ესკალაცია არ მოხდეს უკრაინის ფარგლებს გარეთ და არ გახდება კონფლიქტი ნატოსა და რუსეთს შორის”, –  იენს სტოლტენბერგმა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend