მთავარიევროპაესპანეთირუსი ემიგრანტები ომზე საუბრობენ

რუსი ემიგრანტები ომზე საუბრობენ

რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებული მღელვარება მადრიდის რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაშიც იგრძნობა. ყოველ უქმეებზე აქ დაახლოებით 200 უკრაინელი მოდის და ლოცულობს. თითქმის ყველა გმობს იმას, რაც უკრაინაში ხდება. ანდრეი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში დაიბადა და ახლა მადრიდში მსახურობს,  ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს.

წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის მართლმადიდებელი ტაძრის დეკანოზის ანდრეი კორდოჩკინის აზრით, პუტინს  დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე. მას ფსიქოპატებისა და ნარცისიზმით დაავადებული ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს. ანდრეი ამბობს, რომ პუტინი არ არის გამონაკლისი, ისტორიას ახსოვს მსგავსი მმართველები.

სოფია, რომელიც ასევე ეროვნებით რუსია, იძულებული გახდა, უკრაინაში წასულიყო, რომ ბებია ჩამოეყვანა. ფიქრობს, რომ ვეღარასოდეს შეძლებს საკუთარ ქვეყანაში ჩასვლას.

სოფია ლადანიუკს ყველაზე მეტად ოჯახი და მეგობრები ენატრება, რადგან შეიძლება, ისინი ვეღარასოდეს ნახოს.

ესპანეთში დაახლოებით 95 000 რუსი და 115 000 უკრაინელი ცხოვრობს. ზოგიერთ დასახლებაში, სადაც ისინი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, უკრაინაში შეჭრამ გარკვეული დაძაბულობა წარმოშვა. წყვილებს, რომლებიც სხვადასხვა ეროვნების არიან, საერთო პოზიციები აქვთ და აკრიტიკებენ კრემლის პოლიტიკას.

პოლინასა და ვადიმს ცოტა ხნის წინ  შვილი შეეძინათ,  იგი რუსია, თუმცა არ იზიარებს რუსეთის პოლიტიკას, რამაც  კიდევ უფრო დააშორა თავისი ოჯახის წევრებისგან,  რომლებიც მოსკოვთან ახლოს ცხოვრობენ.

როდესაც პოლინა მიხვდა, რომ მათი უმეტესობა ამ ომს ემხრობოდა, ისეთი განცდა ჰქონდა, რომ შინაგანად მოკვდა.

ვადიმი უკრაინელია, იგი თვლის, რომ რუსები ან უკრაინაში შეჭრის მომხრეები არიან, ან მოწინააღმდეგეები. მათ ნეიტრალიტეტის მომხრეებად არც კი განიხილავს. ვადიმს ეროვნებით რუს ხალხთან ურთიერთობა გაუფუჭდა და, სავარაუდოდ, ვერც ვერასდროს შეძლებს მის აღდგენას.

ვადიმი და პოლინა კონფლიქტის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო დაახლოვდნენ, თუმცა მთელ დღეს ინფორმაციის მოძიებაში ატარებენ და დრო აღარ რჩებათ ერთმანეთისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend