მთავარისაქართველოუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ქართველი მებრძოლი ბახვა ჩიქობავა მარიუპოლში დაიღუპა.

„უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მარიოპოლში, გმირულად დაიღუპა უვაჟკაცესი კაცი, პოლკოვნიკი ბახვა ჩიქობავა! ბახვა იყო საქართველოს ყველა ომის მონაწილე, დიდებული მებრძოლი და ქვეყნისთვის თავდადებული მეომარი!ვუსამძიმრებ მის ოჯახს,მეგობრებს,თანამებრძოლებს, „აზოვის“ დანაყოფს და მთელ საქართველოს!“- წერს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ლევან გვაზავა ფეისბუკში.

დღეს, 19 მარტს საქართველოს პარლამენტთან, სადაც „დროას“ ორგანიზებით უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი მებრძოლებისთვის პატივისცემის ნიშნად შეიკრიბნენ, საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი მივიდა. დოლგოვმა გარდაცვლილი მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო.

ორი ქართველი მებრძოლი გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის ოლქში გუშინ დაიღუპნენ. როგორც უკრაინაში მყოფი ქართველი მებრძოლები წერენ, ირპენში დაბომბვაში დაახლოებით 10 ქართველისგან შემდგარი ჯგუფი მოჰყვა. თავდასხმის დროს ასევე დაიჭრა ერთი ქართველი და ერთი ფრანგი მოხალისე. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რატიანი და ბერიაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილი წევრები იყვნენ და უკრაინაში მოხალისედ იბრძოდნენ. მათ თავდაცვის სამინისტრო 2014 წელს დატოვეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend