მთავარიევროპაუკრაინაფინელი მოხალისე უკრაინელებს იარაღის გამოყენებას ასწავლის

ფინელი მოხალისე უკრაინელებს იარაღის გამოყენებას ასწავლის

თავდამსხმელებთან ბრძოლისთვის მოსახლეობა მთელ უკრაინაში ემზადება, მათ შორის უკრაინის დასავლეთით მდებარე ქალაქ ლვოვში. მოხალისეები აქ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან.  ტომი ჰილტუნენი ფინელი პროგრამისტი და მოყვარული მსროლელია, იგი კარგად ფლობს იარაღს და ადგილობრივებს კალაშნიკოვის ტიპის იარაღის გამოყენებას ასწავლის. მისი თქმით, ამ მძიმე დროს მოქალაქეები, ძალიან მონდომებულები არიან. აქ ასევე ასწავლიან, როგორ უნდა გაუწიონ დაჭრილს პირველადი დახმარება.

წვრთნები გასაიდუმლოებულ ადგილას მიმდინარეობს. აქ სულ 2 ტიპის იარაღია, ყოველდღიურად ასობით  მსურველი მოდის,  რომ იარაღის გამოყენება ისწავლონ. მათ შორისაა 25 წლის კატია შეპელევა. იგი ყველაფრისთვის მზადაა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია შეაჩეროს.

კატია შეპელევა  დარდობს დედაზე, რომელიც ექიმია და ხერსონში მუშაობს. მან უარი თქვა რუსების მიერ ოკუპირებული ქალაქის დატოვებაზე. ამ რთულ პერიოდში კატიას დედა ყველაფერს აკეთებს, რომ ადამიანებს დაეხმაროს და მათ გვერდით იყოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend