მთავარიევროპაუკრაინაამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს "მკვლელი დიქტატორი" უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს “მკვლელი დიქტატორი” უწოდა

ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინული ქალაქების დაბომბვას

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს მკვლელი, დიქტატორი და მოძალადე უწოდა. ამერიკელი პრეზიდენტის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უპატიებელი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ და შედეგად საერთაშორისო მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე შეუქმნა.

“დღეს ჩვენ გაერთიანებულნი ვართ ამ მკვლელი დიქტატორის წინააღმდეგ, ის გახლავთ მოძალადე, რომელიც ამორალურ ომს აწარმოებს უკრაინელი ერის წინააღმდეგ. ჩვენ დიდ ფასს ვიხდით რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარების გამო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, მოქალაქეების მიზანმიმართულად დაბომბვა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს. ამერიკელმა მაღალჩინოსანმა პეკინიც გააფრთხილა, რომ მოსკოვს სამხედრო დახმარება არ გაუწიოს.

“გვჯერა, მოსკოვი უკრაინის დადანაშაულებით ცდილობს, დაფაროს რომ მას თავად აქვს განზრახული ქიმიური იარაღის გამოყენება.  დეზინფორმაციის გავრცელება და შემდეგ ამ ყალბი ინფორმაციის სამხედრო ქმედებების გასამართლებლად გამოყენება ნაცნობი რუსული ტაქტიკაა, ეს ჩვენ უკვე ვიხილეთ საქართველოში“, – განცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, რომ რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 19 კი დაიჭრა. რუსი ოკუპანტები აგრძელებენ კიევზე შეტევას, უკრაინის დედაქალაქში იბომბება სკოლები, საბავშო ბაღები და საავადმყოფოები.

“ახლა ვინოჰრადარის რაიონში ვიმყოფებით, როგორც ხედავთ აქ ჭურვი დაეცა, ყურადსაღებია რომ აქ, სკოლის მახლობლად საბავშო ბაღია და ექვსი საცხოვრებელი სახლი. ხედავთ როგორ მდგომარეობაშია ეს შენობები. ამ შენობებში ცხოვრება შეუძლებელია, ოთხი ბავშვი არის დაჭრილი“, – ყვება კიევის მერი ვიტალი კლიჩკო.

ლვოვის მერი კი აცხადებს, რომ ქალაქის აეროპორტი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს.

უკრაინის სიდიდით მესამე ქალაქ ოდეასში კი ოკუპანტების თავდასხმას ელიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend