მთავარიმსოფლიოევროპაუკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ იზრდება ლტოლვილთა რაოდენობა. ისინი მეზობელ ქვეყნებში გადასვლას ცდილობენ. მზის ჩასვლის შემდეგ რუმინეთის ქალაქ სუჩავაში მატარებლის სადგური ივსება უკრაინელი დევნილებით, რომლებიც აქ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა თუ მოხალისეებმა მოიყვანეს. მათ აძლევენ ცხელ საკვებს, წყალსა და საგზალს ხანგრძლივი მოგზაურობისთვის, რომელიც მათ წინ ელოდებათ.  ამ ადამიანების დიდი ნაწილი ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება იმ იმედით, რომ ცხოვრებას თავიდან დაიწყებენ, რადგან თავიანთ ქვეყანაში მათ აღარაფერი და აღარავინ დარჩათ.

ლტოლვილები, ძირითადად ქალები და ბავშვები, ჩადიან პოლონეთშიც. ისინი საბრძოლო მოქმედებებს გამოექცნენ. მამაკაცებს 18-დან 60 წლამდე ეკრძალებათ ქვეყნის დატოვება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მათ 3 ან მეტი შვილი ჰყავთ.

სვეტლანა ბიბიკოვა კიევის რეგიონიდანაა, იგი პოლონეთში თავის სამ პატარა შვილთან ერთად გუშინ ჩავიდა. ბავშვები უმძიმეს კადრებს შეესწრნენ. აფეთქების დროს სარდაფში იყვნენ და ყველაფერი თავიანთი თვალით დაინახეს.  ბავშვები ისე არიან შეშინებული, რომ  ნებისმიერი ხმისა და ბრახუნის გაგონებაზე კანკალებენ.

24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინა  3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა და მეზობელ ქვეყნებში  გადავიდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend