მთავარიევროპაუკრაინარუსეთის არმიის ნომერ პირველ სამიზნეს, უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს

რუსეთის არმიის ნომერ პირველ სამიზნეს, უკრაინის პრეზიდენტს სჯერა, რომ მისი ქვეყანა გაიმარჯვებს

უკვე 22-ე დღეა უკრაინაში ომია და ქვეყნის პრეზიდენტი არსად წასულა, იმის მიუხედავად, რომ მას უკვე რამდენჯერმე შესთავაზეს უსაფრთხო ტრანსპორტირება

„პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველანი აქ ვართ და ასე იქნება მომავალშიც, რადგან არსად წასვლას არ ვაპირებთ“, –  ასე მიმართა უკრაინასა და მსოფლიოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 25 თებერვალს.

2022 წლის 24 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკრაინის პრეზიდენტი კიევში თავად წერს ვიდეომიმართვებს და სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. მისი მიზანია, ყველამ იცოდეს და დარწმუნდეს, რომ ზელენსკი არსად წასვლას არ აპირებს.

მის თითოეულ გამოსვლას აპლოდისმენტებით ხვდებიან დასავლელი პოლიტიკოსები.

ის უკრაინისთვის ყველაზე მძიმე დროს პოლიტიკურად ეფექტურ სტრატეგიას იყენებს. ომი კი სცენა გახდა. მთავარ როლში უკრაინაა. ზელენსკი ცდილობს, ყველას, მათ შორის რუსებსაც, გააგებინოს, რა ხდება უკრაინაში. სწორედ ამიტომ ის ხშირად საუბრობს რუსულ ენაზე და მიმართავს როგორც რუსეთის მოსახლეობას, ასევე სამხედროებს.

ეს ვიდეოკადრები 2019 წლით თარიღდება. აი, მაშინ, როდესაც ის პრეზიდენტობისთვის იბრძოდა. ამავე წელს გახდა ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტი. ის ადამიანები, კი რომლებიც ადრე ზელენსკის ე.წ. „კომიკოს პრეზიდენტს“ უწოდებდნენ, ახლა შემდგარ პოლიტიკოსს ხედავენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მის გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა კომედიაში „ხალხის მსახური“ შესრულებულმა მთავარმა როლმა. ფილმში იგი განასახიერებდა ისტორიის მასწავლებელს, ვასილ ჰოლობოროდკოს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი ხდება, ებრძვის კორუფციას და ანადგურებს ოლიგარქების უსამართლო პრაქტიკას.

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინელებს დონბასის კონფლიქტის მოგვარებას დაჰპირდა. რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ მან განაცხადა, რომ დაიწყო მოლაპარაკებები დონბასის სეპარატისტებთან, იმ მცირე იმედით, რომ დაიბრუნებდა ანექსირებულ ყირიმსა და აღმოსავლეთ ტერიტორიებს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუ „ევრონიუსის“ ჟურნალისტ საშა ვაკულინასთან 2020 წლით თარიღდება. ჟურნალისტთან საუბრის დროს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს:

-ორივე ტერიტორია ჩვენია, ისინი უნდა დავიბრუნოთ, – ამბობს პრეზიდენტი ზელენსკი

-დაიბრუნებთ? – ეკითხება ევრონიუსის ჟურნალისტი, საშა ვაკულინა.

-რა თქმა უნდა! – პასუხობს, ზელენსკი.

-როდის? – ეკითხება ევრონიუსის ჟურნალისტი.

-ისევ როდის? აი, როგორც ფილმებში ამბობენ. როდესაც დავიბრუნებთ, თქვენ იქნებით პირველი, ვინც გაიგებთ, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ზელენსკის იმედები ტერიტორიების დიპლომატიური გზით დაბრუნების შესახებ 2022 წლის თებერვალში გაუცრუვდა. მაშინ, როდესაც რუსეთმა სეპარატისტების მიერ დაკავებული ტერიტორიები დამოუკიდებლად აღიარა და დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში.

ახლა კი უკრაინის პრეზიდენტი განსხვავებულია. ის არ არის მსახიობი, რომელიც პოლიტიკოსი გახდა. ის არის პოლიტიკოსი, რომელიც ომის ლიდერად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend