მთავარიევროპაგერმანიაბერლინში ლტოლვილთა მიღების მსურველთათვის წესები გამკაცრდა

ბერლინში ლტოლვილთა მიღების მსურველთათვის წესები გამკაცრდა

ბერლინში უკრაინელი ლტოლვილები შეუფერხებლად ჩამოდიოდნენ. ახლა კი ბერლინის ცენტრალურ სადგურზე  წესების გამკაცრების გამო დიდი არეულობაა. ახალი წესები ითვალისწინებს ადამიანებით მოვაჭრეებისა და გამომძალველებისგან ლტოლვილების დაცვას. ყველა, ვისაც სურვილი აქვს, ლტოლვილები შეიფაროს, უნდა დარეგისტრირდეს და შეავსოს შესაბამისი დოკუმენტაცია, ეს ყველაფერი კი განაწილების პროცესს აფერხებს.

მოხალისეები მიიჩნევენ, რომ  ბერლინში ვითარება იცვლება და ყველაფერს ვეღარ აკონტროლებენ. ბერლინის ცენტრალურ სადგურზე დღისით ასობით მოხალისე მუშაობს, ღამით კი სულ მცირე 30 ადამიანია ადგილზე. ისინი თვლიან, რომ მათ გარეშე საქმე არ გამოვიდოდა.

ერთ-ერთი მოხალისე კატია გრებერტი ამბობს, რომ თავიდან ყველაფერი ორგანიზებული იყო და კარგად უმკლავდებოდნენ საქმეს. მაგრამ, სამწუხაროდ, გახშირდა ტრეფიკინგის ინციდენტები და მომრავლდნენ ადამიანები, რომელთაც ცუდი განზრახვა აქვთ. სადგურზე ბევრი ადამიანია და მათი გარჩევა უკვე შეუძლებელია.

უკრაინაში ომის დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანა უკვე დატოვა 3 მილიონზე მეტმა დევნილმა, ისინი ძირითადად ქალები და ბავშვები არიან. მიუხედავად უპრეცედენტო მხარდაჭერისა, გახშირდა მოტყუებისა და ძალადობის შემთხვევები, რამაც საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend