მთავარიამერიკააშშაშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გადასცემს

აშშ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის მოცულობის დახმარებას გადასცემს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის დასახმარებლად 1 მილიარდი დოლარის მოცულობის ახალი პაკეტი დაამტკიცა. უკრაინა-რუსეთის ომის ფონზე ეს  უპრეცენდენტო მხარდაჭერაა მოკავშირის მიმართ.

200 მილიონი აშშ დოლარი აშშ-მ შაბათ-კვირას გამოყო, 800 მილიონი აშშ დოლარი კი იმ დახმარების პაკეტიდანაა, რომელიც გასულ კვირას კონგრესმა დაამტკიცა.

”800 საზენიტო  სისტემაა, რომლებითაც უკრაინელი სამხედროები შეძლებენ იმ თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების შეჩერებას, რომლებიც თავს ესხმიან მათ ხალხს, ამით ისინი დაიცავენ უკრაინის საჰაერო სივრცეს. პრეზიდენტ ზელენსკის თხოვნით, ჩვენ გამოვყავით დახმარება. უკრაინას გადავცემთ დამატებით შორი მანძილის საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და სხვადასხვა  საბრძოლო მასალას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვერ მიაღწია იმას, რომ უკრაინის ცა აკრძალულ ზონად გამოაცხადონ, თუმცა დახმარების სახით მიიღო:

800 საზენიტო სისტემა,

8000 ერთეული ჯავშანტექნიკა

7000 მცირე ზომის იარაღი,

20 მილიონი სხვადასხვა ტიპის საბრძოლო აღჭურვილობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend