მთავარიმსოფლიო„ბმულზე დააჭირა და გამოჩნდა მისი გეოლოკაცია“- უკრაინელების ცნობით კადიროვს გროზნო არ დაუტოვებია

„ბმულზე დააჭირა და გამოჩნდა მისი გეოლოკაცია“- უკრაინელების ცნობით კადიროვს გროზნო არ დაუტოვებია

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ის თითქოს უკრაინაში იმყოფებოდა. თავის ტელეგრამარხზე გაავრცელა ვიდეოც, რომელშიც ჩანს, რომ იგი ჩეჩენ მებრძოლებს ელაპარაკება. ამის გადამოწმებას უკრაინის უშიშროების სამსახურთან ერთად ჟურნალისტებიც შეეცადნენ.

გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“, უკრაინის უშიშროების სამსახურის წყაროზე წერს, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს ორი ნომერი აქვს, თუმცა ბოლო 7 დღის განმავლობაში უკრაინაში მოქმედ მობილურ ოპერატორების საკომუნიკაციო კოშკურებს არცერთი მათგანი არ დაუფიქსირებიათ.

ჟურნალისტებმა პირადადაც მისწერეს კადიროვს ტელეგრამის მესენჯერში და თავი რუსეთის სახელმწიფო მედია „რია ნოვოსტის“ ჟურნალისტებად წარუდგინეს. მათ თითქოს მოამზადეს სტატია რამზან კადიროვის გმირობაზე და ბმულიც გაუგზავნეს ამ სტატიის გადასამოწმებლად. რამზან კადიროვმა ბმულს დააჭირა და უკრაინელებმა მისი გეოლოკაციის დანახვა შეძლეს.

გამოჩნდა, რომ კადიროვმა ბმული ქალაქ გროზნოდან გახსნა სწორად იმ დღეს, როდესაც საჯაროდ განაცხადა რომ კიევთან იმყოფებოდა, შესაბამისად, უკრაინელები დარწმუნდნენ, რომ ის უკრაინაში არ ყოფილა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend