მთავარიევროპასერბეთისერბეთის ექსპორტის პრობლემები

სერბეთის ექსპორტის პრობლემები

სერბეთი რუსეთისგან ნავთობსა და ბუნებრივ აირს ყიდულობს, მეორე მხრივ, სერბეთიდან რუსულ ბაზარზე ექსპორტზე გადის ვაშლები, გაყინული ხილი, ქალის თეთრეული და ავტონაწილები. 2021 წელს რუსეთში ექსპორტზე გატანილი პროდუქციის ღირებულებამ 870 მილიონი ევრო შეადგინა.  უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გართულდა პროდუქციის სერბეთიდან რუსეთში ტრანსპორტირება.

რუსეთისკენ მიმავალი გზის ნაცვლად, ეს ვაშლები ახლა ნოვი-სლანკამენში მაცივრებში ინახება.  ამ კოოპერატივისთვის რუსეთში ექსპორტი თითქმის სრულად შეჩერდა. ერთ დროს ფერმერები ნოვი-სლანკამენიდან პროდუქტის 80 პროცენტს სწორედ რუსეთში აგზავნიდნენ. უკრაინაში მიმდინარე ომისა და გართულებული ტრანსპორტირების გამო კი ახლა ისინი ახალ ბაზრებს ეძებენ.

ნიკოლა კოტარაცი კოოპერატივ „ვოჩარის“  დირექტორია. მისმა კომპანიამ ორი სატვირთო მანქანა უკვე გაგზავნა ინდოეთში.  გემით ჩასვლას 27 დღე სჭირდება. კოტარაცი ამბობს, რომ ეს ბაზარი ჯერ არ არის  შესწავლილი, შესაბამისად, არ იციან, შეკვეთების მხრივ რა მდგომარეობა იქნება. ისინი ასევე მჭიდროდ თანამშრომლობენ ვოევოდინის გაყიდვების პალატასთან და შესაძლოა, პროდუქცია დუბაიშიც გაგზავნონ.

ვაშლისა და სხვა პროდუქტების გარდა, სერბეთიდან რუსეთში საბურავებიც გადის ექსპორტზე.  საქონლის 80 პროცენტი სახმელეთო გზით გადის, ხოლო მედიკამენტები და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქცია თვითმფრინავით იგზავნება. მდინარით ტრანსპორტირება სრულად შეჩერებულია. კომპანია „დალიბორს“ავტომობილების სათადარიგო ნაწილები გააქვს რუსეთში. მათი ერთ-ერთი სატვირთო ახლა მინსკთან ახლოს, ბელარუსშია და როგორც  ამბობენ, არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.

როგორც გადამზიდი კომპანიის დირექტორი დალიბორ პეტროვიჩი ამბობს, სატვირთო მანქანის მძღოლი დანიშნულების ადგილზე დაბრკოლებების გარეშე ჩავიდა, პროდუქცია დატოვა და ახლა უკვე სერბეთში ბრუნდება.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც რეგულარულად დადიოდნენ კომპანიის კუთვნილი სატვირთო მანქანები. მძღოლებმა უბრალოდ მარშრუტები შეცვალეს. მათ შეკვეთა რუსეთის აღმოსავლეთ ნაწილში მიაქვთ, რუსეთ-უკრაინის ომის გამო ისინი იძულებული არიან, ბელარუსი გაიარონ. კომპანიის დირექტორის  თქმით, ბელარუსის მარშრუტი დაახლოებით 1000 კილომეტრით მეტია, ვიდრე უკრაინის გავლით იქნებოდა.

ამ გზით საქონლის ტრანსპორტირებას მეტი დრო სჭირდება და უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს. აქედან გამომდინარე, თუ ევროპაში საწვავზე ფასები გაიზრდება,  ეს გამოიწვევს ტრანსპორტირების ხარჯის მომატებასაც, რაც, საბოლოოდ, პროდუქტის ფასზეც აისახება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend