მთავარიევროპაუკრაინარუსული არტილერია და სამხედრო საჰაერო ძალები უკრაინის დედაქალაქს ბომბავენ

რუსული არტილერია და სამხედრო საჰაერო ძალები უკრაინის დედაქალაქს ბომბავენ

რუსული ინტერვენციის 21 – დღეს უკრაინელ ლტოლვილთა ნაკადები პოლონეთის საზღვრის გავლით რუსულ ჭურვებს გაურბიან.

უკრაინელი ლტოლვილები თავს რუმინეთსაც აფარებენ. ხანშიშესულებსა ბავშვებს დახმარებას რუმინეთის ხელისუფლების წარმომადგენლები უწევენ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, სამშობლო უკვე უკრაინის 3 მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა.

დასავლეთის სახელმწიფოები აგრძელებენ უკრაინისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რუსული აგრესიის მსხვერპლი სახელმწიფოს დახმარების მიზნით 200 ტონა ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნეს.

რუს ოკუპანტებსა და უკრაინის თავდაცვის ძალებს შორის შეტაკებები კი გრძელდება.

სატელიტის მეშვეობით გადაღებულ ამ ფოტო მასალაში ვხედავთ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ ოკუპირებული სამხრეთ უკრაინული ქალაქის, ხერსონის ახლოს მდებარე ოკუპანტების მიერ კონტროლირებადი აეროპორტის უკრაინული ჯარების მიერ დაბომბვის შედეგს.

უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ მიტანილი შეტევის შედეგად ამ მიდამოებში განადგურდა როგორც მინიმუმ სამი რუსული სამხედრო შვეულმფრენი და სხვა სამხედრო ტექნიკა.

ოკუპანტების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ვიდეო კადრებს, სადაც მათი მტკიცებით მათ მიერ ხელში ჩაგდებული უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკაა აღბეჭდილი.

ოკუპანტების განცხადებით, სამხედრო ტექნიკა მათ მიერ დონბასის რეგიონში კონტროლირებად სეპარატისტულ ძალებს გადაეცემა.

რუსული არტილერია და სამხედრო საჰაერო ძალები აგრძელებენ უკრაინის დედაქალაქის დაბომბვას. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს კიევის ჩრდილოეთითა და სამხრეთით.

უკრაინის დედაქალაქის გარშემო 12 ქალაქს არ მიეწოდება ბუნებრივი აირი და წყალი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend