მთავარიკუბირუსეთში ინსტაგრამი დაიბლოკა - შემცირდა თუ არა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის რაოდენობა

რუსეთში ინსტაგრამი დაიბლოკა – შემცირდა თუ არა სოციალურ ქსელში დეზინფორმაციის რაოდენობა

რუსეთში ინსტაგრამი ოფიციალურად აიკრძალა რუსეთის სამთავრობო უწყების მიერ. დაბლოკილია ფეისბუკი და ასევე შეზღუდულია ტვიტერის მოხმარების საშუალებას.

ყველაზე რთული რუსეთის მომხმარებლებისთვის ინსტაგრამის დაბლოკვა გახდა, რადგან ინსტაგრამი ბევრი რუსი მომხმარებლისთვის იყო ბიზნესის წარმოების საშუალება. ოფიციალური ინფორმაციით, ინსტაგრამს რუსეთში დაახლოებით 80 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა და მათ ინსტაგრამის გათიშვის შესახებ ინფორმაცია როსკომნადზორმა წინასწარ აცნობა.

მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას იმას, რომ თავად ტექნოლოგიურ გიგანტებს რუსეთის მომხარებლებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომა არ შეუზღუდავს. ეს თავად როსკომნადზორმა გააკეთა, მას შემდეგ რაც კომპანია მეტამ არ შეასრულა მათი მოთხოვნები. ერთ-ერთი მთავარი პრეტენზია როსკომნადზორს  ჰქონდა ის, რომ მეტას პოლიტიკა შეიცვალა და ის აძლევს უფლებას მომხმარებლებს ძალადობრივი ენით მოიხსენიოს რუსეთის მოქალაქეები.

ამაზე მეტას პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა განმარტა, რომ მათი პოლიტიკის შეცვლა ეფუძნება პიროვნების გამოხატვის თავისუფლებას და ამასთან სოციალურ ქსელში კვლავ იკრძალება რუსეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობრივი ენის გამოყენება.

მიუხედავად შეზღუდვისა, ზოგიერთი მომხმარებელი იყენებს კერძო ქსელს VPN-ს იმისათვის, რომ კვლავ შევიდნენ პლატფორმაზე. ეს წესებისგან გვერდის ავლის მეთოდია, რომელიც თანდათანობით ასევე შეიზღუდება.

აღსანიშნავია, რომ პროპაგანდისტული არხების დაბლოკვის შესახებ განცხადება ახლახან იუთუბმაც გააკეთა და შენიშვნა მიიღო როსკომნადზორისგან. შესაძლებელია რომ რუსეთში მალე იუთუბიც დაიბლოკოს.

მომხმარებლების ნაწილი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ოფიციალურად წვდომა რუსეთის მომხმარებლებს შეეზღუდათ, სოციალურ ქსელში შემცირდა ტროლებისა და ბოტების რაოდენობა და შესაბამისად დეზინფორმაციის გავრცელება.

​არის თუ არა ეს მართლაც ასე, “ევრონიუს ჯორჯია” მედიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელ თამარ კინწურაშვილს ესაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend