მთავარიევროპაუკრაინაკიევში 35-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს

კიევში 35-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს

კიევში 35-საათიანი კომენდანტის საათი მოქმედებს. მოქალაქეებს მოუწოდებენ, შესაძლებლობის შემთხვევაში დარჩნენ დაცულ და უსაფრთხო ადგილას. კიევის მერის შეფასებით, დედაქალაქში ახლა რთული და სახიფათო ვითარებაა.

ცოტა ხნით ადრე სუპერმარკეტებთან გრძელი რიგები იყო, კიევის მოსახლეობა სურსათისა და მედიკამენტების მომარაგებას ცდილობდა.

ერთ-ერთი მოქალაქე მიკოლა ვასილენკო ჩერნიგოვიდან ჩამოვიდა კიევში. ვასილენკო ამბობს, რომ იქ გაცილებით რთული მდგომარეობაა, რადგან რუსი სამხედროები საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სახლებს ბომბავენ და ჩერნიგოვის მიწასთან გასწორებას ცდილობენ.

ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ. ეს ადამიანები ალყაშემორტყმული მარიუპოლიდან არიან. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, გუშინ ქალაქი 20 000-ზე მეტმა ადამიანმა დატოვა. როგორც ამბობენ, ქალაქში კატასტროფული ვითარებაა.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლის ერთ-ერთი საავადმყოფო დაიკავეს და 500 ადამიანი მძევლად აიყვანეს. მძევლებს შორისაა 100-ამდე ექიმი.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ცდილობენ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციასა და მათთვის დახმარების მიწოდებას. ამავდროულად, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები დღეს განაახლებენ მოლაპარაკებებს. ისინი თვლიან, რომ ჯერ კიდევ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend