მთავარიმსოფლიოუკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შესაძლოა ღარიბი ქვეყნები სურსათის კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, შესაძლოა ღარიბი ქვეყნები სურსათის კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ

მსოფლიო სურსათის კრიზისის წინაშე დგას. მზარდი ფასების გამო მილიონობით ადამიანს შიმშილი ემუქრება, რადგან უკრაინის ომმა შეიძლება შეაფერხოს სხვა ქვეყნების ძირითადი მარცვლეულით მომარაგება.

პერსპექტივა, რომ შავი ზღვის მარცვლეულით ვაჭრობა  დაზარალდება, ან უკრაინის მომარაგებაზე დამოკიდებულ რეგიონებს  შესაძლოა პრობლემები შეექმნას  აძლიერებს სპეკულაციას, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთისა და უკრაინის დაბლობებზე მოდის მარცვლეულის 7 პროცენტი, ხოლო ექსპორტი 24%-ს შეადგენს. ეს ორმხრივი პრობლემაა. უკრაინამ შესაძლოა მოსავლის აღება ვერ შეძლოს, რუსეთს კი სანქციები აქვს დაწესებული.

“ეს ომი სცილდება უკრაინის ფარგლებს. ის არის თავდასხმა მსოფლიოს ყველაზე დაუცველ ადამიანებსა და ქვეყნებზეც. სანამ ომი  იქნება უკრაინაში, პრობლემები შეექმნება  გლობალურ ეკონომიკას, განსაკუთრებით  განვითარებად ქვეყნებში. სურსათისა და  საწვავის ფასები საგრძნობლად იმატებს. მიწოდების ჯაჭვი ირღვევა. იმპორტირებული საქონლის ტრანსპორტირება შეფერხებულია,  ხარჯები კი  და რეკორდულად მაღალია. ეს კი პრობლემებს უქმნის  ყველაზე ღარიბებს, არასტაბილურობა და არეულობაა მთელს მსოფლიოში”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივანმა ანტონიო გუტერეშმა.

არეულობა უკვე დაეტყო ზოგიერთ ქვეყანას. სუდანში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა დედაქალაქსა და რამდენიმე სხვა ქალაქში ცხოვრების პირობების სწრაფ გაუარესებას. კვირას სუდანში პურის ღირებულება  40 პროცენტით გაიზარდა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend