ირპინი, კიევის გარეუბანი სასტიკი ბრძოლების ადგილად და მოჩვენებათა ქალაქად იქცა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
რამდენიმე ადამიანმა ქალაქში დარჩენა და მოხუცებისა და მაწანწალა ცხოველების მოვლა გადაწყვიტა.
ირინა მოპრეზოვა ერთ-ერთია, ვინც ირპინიდან არ წავიდა.
“აქ აღარაფერია დარჩენილი. ახლა ჩვენ ვუვლით უპატრონო ცხოველებს და ვაჭმევთ. ხალხმა მიატოვა ისინი. სადაც მე ვცხოვრობ, საჭმელიც არის და ბუხარიც. უბრალოდ, ვერ ვხვდები, რატომ ანადგურებს რუსული ჯარი საცხოვრებელ უბნებს. სახლის იმ ნაწილში ადამიანები იმყოფებოდნენ, მაგრამ მადლობა ღმერთს, იმ დროს გარეთ იყვნენ. დაბომბვიდან 15 წუთის შემდეგ წავიდნენ აქედან”, – გვიამბობს ირინა მოპრეზოვა.
“სად წავიდეთ? – კიევში წავიდეთ? არსად არ წავალ. დაე, მოხდეს, რაც მოსახდენია. ძალიან ბებერი ვარ”, – მიკოლა კარპოვიჩი, პენსიონერი.
“ბევრი ადგილი დაიბომბა ამ ღამეს. ვიმედოვნებდი, რომ ფრონტის ხაზი ჩვენგან, ირპინისგან, შორს იქნებოდა. ამიტომ გადავწყვიტეთ დარჩენა. მაგრამ ახლა, ასეთი დაბომბვის შემდეგ, აქ ყოფნა შეუძლებელია”, – წუხს პენსიონერი ვიტალი კარპოვიჩი.
ვინც დარჩა წყალი კი აქვს, მაგრამ ცეცხლის ანთება უწევს, რომ გათბეს – დენი არ არის.
ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენ ხანს შეძლებენ აქ გაჩერებას.