მთავარიკუბირუსული დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესახებ

რუსული დეზინფორმაცია უკრაინაში ბიოლოგიური იარაღის შესახებ

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ ისევ დაიწყო უკრაინასა და, სავარაუდოდ, საქართველოში ბიოლოგიური ლაბორატორიის შესახებ საუბარი. მათი აზრით, ამ ლაბორატორიებში ბიოლოგიური იარაღი მზადდება და სწორედ ამის გამო დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინასთან.

სოციალურ ქსელში ვრცელდება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიქტორია ნულანდის გაყალბებული განცხადება. რუსეთის სახელმწიფო არხზე გასული  ერთ-ერთი სიუჟეტის მიხედვით, ვაშინგტონმა აღიარა, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს და რომ ამ ინფორმაციას ვიქტორია ნულანდიც ადასტურებს.

სინამდვილეში ნულანდმა განაცხადა, რომ უკრაინა არა ბიოლოგიურ ან ქიმიურ იარაღს, არამედ ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს ფლობს. აშშ უკრაინას ლაბორატორიების ტექნიკური და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლებაში 2005 წლიდან ეხმარება. სოციალურ ქსელში დამოუკიდებელი ფაქტების გადამმოწმებელის „მითების დეტექტორის“ მიერ უკვე არის უკვე მონიშნული დეზინფორმაციად.

ნულანდს შეხვედრის დროს არ უთქვამს, რომ უკრაინა ბიოლოგიურ იარაღს ფლობს. რაც შეეხება უკრაინის ტერიტორიაზე  ბიოლოგიურ კვლევით ცენტრებს, ამის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული არც აქამდე ყოფილა.

როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ლაბორატორიები ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის საფუძველზე შეიქმნა. საქართველო და უკრაინა ასრულებენ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის შესაბამისად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend