უკრაინული საინფორმაციო სააგენტოების მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, “ნიუ-იორკ ტაიმზის” კორესპონდენტი, 51 წლის ბრენტ რენო, რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიღუპა. მისი კოლეგა კი დაიჭრა.
როგორც ერთ-ერთი დაჭრილი ჟურნალისტი აცხადებს, ისინი უკრაინელი დევნილების გადასაღებად მიდიოდნენ, როდესაც რუსი სამხედროები მათ თავს დაესხნენ და ცეცხლი გაუხსნეს.
“ნიუ-იორკ ტაიმზის” წარმომადგენლების ინფორმაციით, ბრენტ რენო გაზეთში წლების წინ მუშაობდა და ამჯერად ის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს რედაქციისთვის არ აშუქებდა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟურნალისტი “ნიუ-იორკ ტაიმზისთვის” მუშაობდა ბრენტ რენოს გამოცემის პრესბარათის აღმოჩენის შემდეგ გავრცელდა.