მთავარიმსოფლიოევროპაშვედეთი და ფინეთი სამხედრო ბიუჯეტს ზრდიან

შვედეთი და ფინეთი სამხედრო ბიუჯეტს ზრდიან

ორი სკანდინავიური სახელმწიფო ნატოში გაწევრიანებასაც განიხილავს

უკრაინაში რუსული ინტერვენციის ფონზე, ნატოს არაწევრი სკანდინავიური სახელმწიფოები სამხედრო თანამშრომლობას აძლიერებენ. შვედეთის პრემიერ – მინისტრის განცხადებით, ის შეეცდება სამხედრო ბიუჯეტი სწრაფად გაზარდოს.

საგარეო პოლიტიკური ცვლილებებისათვის მზად არის ფინეთიც.

„ჩვენს მოსახლეობა სამართლიანად ფიქრობს, რომ რუსეთმა შესაძლოა უკრაინის მსგავსად ფინეთს და შვედეთსაც შეუტიოს. საჭიროა, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდა და ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია ნატოსთან ურთიერთობები“, –  განაცხადა ფინეთის ყოფილი პრემიერ – მინისტრმა ალექსანდრ შტუბიმ.

წინადადების ფინეთის პარლამენტში განხილვის შემდეგ ქვეყნის პრემიერ – მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა გაზაფხულისათვის ახალ სამხედრო სტრატეგიას შეიმუშავებს.

ქვეყნის ლიდერს ნატოსთან თანამშრომლობის დეტალებზე არ უსაუბრია, მაგრამ ნათელია რომ როგორც სტოკჰოლმში ასევე ჰელსინკიში განხილვის მთავარი საგანი თავდაცვაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend