მთავარიევროპასერბეთისერბეთმა ხორბლის, ფქვილის, სიმინდისა და ზეთის ექსპორტი აკრძალა

სერბეთმა ხორბლის, ფქვილის, სიმინდისა და ზეთის ექსპორტი აკრძალა

სერბეთმა აკრძალა ხორბლის, ფქვილის, სიმინდისა და ზეთის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში. სერბეთის პრეზიდენტის განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანი ადგილობრივი ბაზრის დაცვაა. ხორბლის ფასი და  მოთხოვნა ამ სახის პროდუქტზე სერბეთიდან საგრძნობლად გაიზარდა.

სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი აღნიშნავს, რომ მხოლოდ ერთ დღეში მთლიანი მარაგის მეოთხედზე იყო მოთხოვნა. რეგიონში ბურღულეული საჭირო პროდუქტია, ფასები კი გაიზარდა. ყველას სურს, თავისი მოსახლეობა პურით უზრუნველყოს. სწორედ ამიტომ მიიღო ქვეყანამ ეს ზომები.

სერბეთს პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად რეგიონის მეზობელ ქვეყნებში გააქვს. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა  დამოკიდებული არიან ხორბლის იმპორტზე სერბეთიდან და უნგრეთიდან. ამ ქვეყნებში კი გამოაცხადეს, რომ შეზღუდვები დაწესდება. ექსპერტები ამბობენ,  რომ ექსპორტის აკრძალვა მოსალოდნელი იყო და შესაძლოა, სარგებლის მომტანიც იყოს მცირე ხნით, თუმცა არა გრძელვადიან პერსპექტივაში.

საფონდო ბირჟები დაკეტილია. ცენტრალური ბანკები კი ცდილობენ საფრთხის წინაშე მყოფი ბანკების დახმარებას. სერბეთის ეკონომისტთა ასოციაციის პრეზიდენტს ალექსანდარ ვლაჰოვიჩს მიაჩნია, რომ ასეთი ჩარევა აუცილებელია, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს შედეგს მხოლოდ მცირე ხნით მოიტანს.

ცნობილი ჟურნალისტი მილან ჩულიბრკი თვლის, რომ მიღებული გადაწყვეტილება არასწორია, რადგან სერბეთი 2 მილიონზე მეტ ტონა ხორბალს აწარმოებს.  ეს რაოდენობა კი ბევრად მეტია იმაზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend