მთავარიევროპაუკრაინაამერიკის შეერთებული შტატები ომის დანაშაულების გამოძიებას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატები ომის დანაშაულების გამოძიებას მხარს უჭერს

კიევის მოსახლეობა ქალაქის დატოვებას, რომელიც რუსული ჯარების ალყაშია, ცეცხლის შეწყვეტის დროს შეეცდება. მოსკოვის განცხადებით, რუსული არმია ჰუმანიტარული დახმარებისთვის დერეფანს გახსნის, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ ეს დაგებული მახეა. სხვა ქალაქებში კი, მაგალითად, მარიუპოლში, მდგომარეობა მძიმეა.

„მარიუპოლი და ვოლნო ვახა მთლიანად ბლოკირებულია. იმის მიუხედავად, რომ ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რუსულმა ჯარებმა ცეცხლი არ შეწყვიტეს. ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ მარიუპოლში საკვებით, წყლითა და წამლით დატვირთული სატვირთო მანქანების კოლონა გაგვეგზავნა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ქალაქ მარიუპოლში რუსულმა არტილერიამ დაბომბა და გაანადგურა ადგილობრივი საავადმყოფო. მოსკოვი აცხადებს, რომ ეს იყო უკრაინის მიერ “დადგმული” თავდასხმა, ამიტომ იგი პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს.

„რუსულ ავიაციას დაბომბვის მისია არ ჰქონია მარიუპოლის რაიონში. კიევის ნაციონალისტური რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებებისა და საავადმყოფოს ფოტომასალების ანალიზის შედეგად ყველაფერი ნათელია. საჰაერო თავდასხმა, რომელიც ვითომ განხორციელდა, დადგმული პროვოკაციაა დასავლური აუდიტორიისთვის, რომ ანტირუსულ ისტერიას შეუწყონ ხელი“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა იგორ კონაშენკოვმა

ამერიკის შეერთებულ შტატებს კი მიაჩნია, რომ ეს ომის დანაშაულის მაგალითია.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინაში პოტენციური ომის დანაშაულის წარმოჩენასა და გამოძიების მცდელობებს. ფაქტია, რომ ჩვენ გვაქვს სარწმუნო ცნობები, რომ მშვიდობიან მოსახლეობას მიზანმიმართულად ესხმიან თავს. ეს კი, ჟენევის კონვენციის მიხედვით, სამხედრო დანაშაულია”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

ომის დაწყებიდან უკრაინა უკვე 2 მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა. მათი ორი მესამედი კი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend