,,შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“ – ასე აფასებენ გაეროსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლები ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქ მარიუპოლში სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოზე საჰაერო შეტევას.
უკრაინის ოფიციალური წარმომადგენლების თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი, მათ შორის მშობიარე ქალები.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს ამ ომის მთავარი დამნაშავე უწოდა და დასავლეთ ევროპის ქვეყნის წარმომადგენლებს კიდეც ერთხელ მოუწოდა საჰაერო მიმოსვლისთვის ცის დახურვისკენ.
„მარიუპოლი. რუსული შეიარაღებული ძალების პირდაპირი თავდასხმა სამშობიაროზე. ხალხი ნანგრევების ქვეშ არის. ბავშვები ნანგრევების ქვეშ არიან. ეს სისასტიკეა! კიდევ რამდენ ხანს აპირებს მსოფლიო თანამონაწილეობას, ტერორის იგნორირებას? დახურეთ ცა დაუყოვნებლივ! შეაჩერეთ მკვლელობები დაუყოვნებლივ! თქვენ ფლობთ ძალაუფლებას, თუმცა როგორც ჩანს, ადამიანობას კარგავთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ავიაციამ ერთ დღეში სამ საავადმყოფოზე მიიტანა იერიში. აქედან ორი კიევის დასავლეთითაა. მაგრამ მარიუპოლის საავადმყოფო ყველაზე მეტად დაზარალდა.
რუსეთი აცხადებს, რომ უკრაინელებს საავადმყოფოდან ხალხი უკვე ჰყავდათ ევაკუირებული .
კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა საჰაერო თავდასხმებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ რუსი სამხედროები სამოქალაქო ობიექტებზე არ ისვრიან. თავდასხმები განხორციელდა უკრაინის ალყაში მოქცეული რამდენიმე ქალაქიდან, მათ შორის მარიუპოლიდან, ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა უკვე გაყვანილი იყო.