უკრაინაში ომის დაწყების დღიდან უცხოეთის ბევრმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს უკრაინელებს საომარ ვითარებაში. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს, 50-ზე მეტი ქვეყნიდან 20,000-მდე ადამიანმა მიმართა.
საგუშაგოების გადაღება ჟურნალისტებისთვის აკრძალულია. მოხალისეები ჯერ ორთვიან ტრენინგს გადიან და დიდ გამოცდილებას იღებენ. ეს მათთვის სერიოზული საქმეა. თუმცა ვისაც აქვს სურვილი უკრაინელ სამხედროებს დაეხმარონ, 2 თვიანი გადამზადების შემდეგ, კონტრაქტის მიხედვით, ნებისმიერ მოხალისეს უკრაინაში დარჩენა ომის დასრულებამდე მოუწევთ.