მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოუკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა თემთა პალატას მიმართა

გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრები ოვაციებით შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენკის, როდესაც მან თემთა პალატას მიმართა.

“ჩვენ არ გვინდა დავკარგოთ ის, რაც გვაქვს – რაც ჩვენია. როგორც თქვენ არ გინდოდათ თქვენი ქვეყნის დაკარგვა, როცა ნაცისტებმა დაიწყეს ბრძოლა თქვენი ქვეყნისთვის და თქვენ მოგიწიათ ბრძოლა ბრიტანეთისთვის, ასევე ჩვენც არ გვსურს უკრაინის დაკარგვა“, – ვოლოდიმირ ზელენსკი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა, კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა ვოლოდიმირ ზელენსკის და კიდევ ერთხელ დაემუქრა რუსეთის ხელისუფლებას სანქციებით.

,,დიდ ბრიტანეთსა და ჩვენს მოკავშირეებს გადაწყვეტილი გვაქვს, გავაგრძელოთ ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე. გავაგრძელოთ უკრაინელი მეგობრების იმ იარაღით მომარაგება, რომელიც მათ სჭირდებათ სამშობლოს დასაცავად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, რომელიც შეგვიძლია – დიპლომატიურს, ჰუმანიტარულსა თუ ეკონომიკურს. სანამ ვლადიმერ პუტინი არ ჩავარდება კატასტროფულ მდგომარეობაში, ამ უბედურების წამოწყების გამო”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების დაწყების გამო დიდმა ბრიტანეთმა უკვე დაუწესა სანქციები რუსეთს. სანქციები მოიცავს ფინანსურ შეზღუდვებს როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე, მსხვილ ბანკებსა და ავიაკომპანიებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend