მთავარიმსოფლიოსი ძინპინმა ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან ვირტუალური შეხვედრა გამართა

სი ძინპინმა ემანუელ მაკრონსა და ოლაფ შოლცთან ვირტუალური შეხვედრა გამართა

სი ძინპინი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ მოუწოდებს, რათა უკრაინაში ჰუმანიტარული კრიზისი აიცილონ თავიდან.

ვირტუალურ შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ჩინელი კოლეგა წუხდა, რომ ევროპის კონტინენტზე კვლავ გაჩნდა ომის ხანძარი და კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია თავიდან აირიდონ ვითარების კიდევ უფრო დამძიმება ან თუნდაც კონტროლიდან გამოსვლა.

“მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ თავდასხმებში აშკარად ჩანს ამ კონფლიქტის უკონტროლობა”,- განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ლატვიაში ვიზიტის დროს.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ არსებობს ძალიან სარწმუნო ცნობები მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დროს ცეცხლს გახსნასთან დაკავშირებით. მისი შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღება სამხედრო დანაშაული და ყოვლად მიუღებელია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ესტონეთით დაასრულა მისი ტურნე ბალტიის ქვეყნებში. მან დაარწმუნა ქვეყნების ოფიციალური პირები, რომ საფრთხის შემთხვევაში ნატო უზრუნველყოფს მათ უსაფრთხოებას.

ენტონი ბლინკენმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ როგორც ლიეტუვაში და ლატვიაში ვიზიტისას განაცხადა, ესტონელ ხალხსაც კარგად ესმის, თუ რას ნიშნავს საბჭოთა ოკუპაცია და ხალხმა იცის, თუ როგორ არასწორ და არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ. მისივე თქმით, მსოფლიომ უნდა დაიცვას უკრაინის უფლება იყოს სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც თავად ირჩევს საკუთარ მომავალს.

ამავდროულად, ესტონეთის პრემიერი აცხადებს, რომ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა გავრცელდეს ასევე კრიპტოვალუტაზე, ნავთობსა და საზღვაო პორტებზე, სანამ პუტინის სამხედრო მანქანა პარალიზებული არ იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend