მთავარიევროპაგერმანიაგერმანიამ უკრაინიდან დევნილი 105 ებრაელი ბავშვი მიიღო

გერმანიამ უკრაინიდან დევნილი 105 ებრაელი ბავშვი მიიღო

გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის ქალაქ ოდესიდან დევნილი არასრულწლოვანი ებრაელი ბავშვები ბერლინში მიიღო. შავი ზღვის საპორტო ქალაქიდან ბერლინში არსებულ ებრაელთა თემში 105 მოზარდი მიიღეს, მათ შორის იყო 3 თვის ჩვილი.

გერმანიის ფედერალური პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაერის განცხადებით, გერმანელებს სურთ დაეხმარონ იმ დევნილებს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე არაადამიანური ომის მსხვერპლნი არიან. იგი დევნილებს მხარდაჭერას დაჰპირდა.

ბერლინის ებრაელთა თემის რაბინი იაჰუდა ტეიხტალი აცხადებს, რომ გერმანიას აქვს ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანა და მან უნდა ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი. მისი თქმით, ბნელი წარსულის გამოსასწორებლად არ არსებობს იმაზე უკეთესი საშუალება, ვიდრე მცდელობა გერმანიაში შეიქმნას პოზიტიური, ენერგიული და მეგობრული მომავალი.

ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსულ მხარეს მოუწოდებს, ქალაქ ოდესას არ შეუტიონ მძიმე შეიარაღებით. მისი განცხადებით, ეს იქნება სამხედრო დანაშაულის ტოლფასი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend