მთავარისპორტი"ბაიერნ მიუნხენმა" და "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს

“ბაიერნ მიუნხენმა” და “ლივერპულმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზური მოიპოვეს

ბაიერნ მიუნხენი” უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშია. მერვედფინალის განმეორებით მატჩში “რეკორდმაისტერმა” “ზალცბურგი: 7:1 დაამარცხა. რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა, ტომაშ მიულერმა დუბლი, გოლები სერჟ გნაბრიმ და ლეროი სანემაც გაიტანეს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ავსტრიაში ფრედ 1:1 დასრულდა.

„ძალიან კარგი თამაში გვქონდა, შეხვედრა ენერგიულად დავიწყეთ და ამის დანახვა ადვილი იყო. პირველი თამაშისგან განსხვავებით მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით. ხშირად, როდესაც მოწინააღმდეგე წნეხის ქვეშ გვამყოფებს ძალიან კარგად ვთამაშობთ, პოზიციურად კარგად ვიდექით და გამარჯვება დავიმსახურეთ.  ჩვენი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ,” – განაცხადა მატჩის შემდეგ “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა.

მეოთხედფინალის საგზური “ლივერპულმაც” მოიპოვა. მერსისაიდელებიენფილდზე” “ინტერთან” მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა პირველ მატჩში  მოპოვებული 2-ბურთიანი უპირატესობის შედეგად მეოთხედფინალს იურგენ კლოპის გუნდი ითამაშებს. შეხვედრის ერთადერთი გოლი ლაუტარო მარტინესმა გაიტანა, რის შემდეგაც არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან ალექსის სანჩესი გააძევა.

„ როგორც ჩემი ასისტენტი, პიტერ კრავიტცი ამბობს, ფეხბურთის ხელოვნება ის არის რომ სწორი თამაშები წააგო. ეს ფრაზა კვლავ მეზიზღება, თუმცა „ინტერთან“ მატჩი ზუსტად ეს შემთხვევა იყო. ამ შეჯიბრებაზე მთავარი შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მიხარია რომ ეს შევძელით თუმცა ჩემი გუნდის გამოსვლით უზომოდ ბედნიერი ნამდვილად არ ვარ. ვფიქრობ, რომ „ინტერი“ ძალიან კარგი გუნდია თუმცა ჩვენ შემდეგ ეტაპზე თამაში დავიმსახურეთ,” – ამბობს “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩები 9 იანვარსაც გაიმართება. “რეალ მადრიდი” “პარი სენ-ჟერმენს” უმასპინძლებს. პირველი დაპირისპირება ფრანგების გამარჯვებით დასრულდა, პარიზში გამართულ შეხვედრაში ერთადერთი გოლი კილიან მბაპემ გაიტანა. ორივე გუნდი შიდა ჩემპიონატში პირველ ადგილს იკავებს, მატჩი თბილისის დროით ღამის 12 საათზე გაიმართება.

„ მნიშვნელოვანია რომ მატჩი ენერგიულად, აგრესიულად დავიწყოთ. თუ ისე ვითამაშებთ როგორც ეს ბოლო შეხვედრაში „რეალ სოსიედადთან“ გავაკეთეთ კარგი შანსი გვექნება რომ გავიმარჯვოთ. სერხიო რამოსს თითქმის ყოველდღე ვესაუბრები. სერხიოს სანტიაგო ბერნაბეუზე სიყვარულით უნდა შეხვდნენ, რადგანაც იგი კლუბის ლეგენდაა, ჩემი აზრით რამოსი „რეალ მადრიდის“ ისტორიაში საუკეთესო მცველია,”- თქვა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა.

„ჩემი დაბრუნება იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ველოდით. მძიმე ტრავმა მქონდა, თუმცა გამოვჯანმრთელდი და მზად ვარ როგორც ფიზიკურად ისე მენტალურად თანაგუნდელებს კარგი შეხვედრის ჩატარებაში დავეხმარო. ეს დიდი მატჩი იქნება და ამისათვის მზად უნდა ვიყოთ,” – აღნიშნა “პარი სენ-ჟერმენისშემტევმა, ნეიმარმა.

“რეალისა” და “პარი სენ-ჟერმენის” დაპირისპირების პარალელურად შედგება “მანჩესტერ სიტისა” და “სპორტინგის” შეხვედრა. ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი “სიტიმ” პორტუგალიაში 5:0 მოიგო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend