მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ახალგაზრდა ელჩი გაეროში ქართველებს მიმართავს

უკრაინის ახალგაზრდა ელჩი გაეროში ქართველებს მიმართავს

დენის განჯა გაეროში უკრაინის ახალგაზრდობის ელჩია. ამჟამად ის კიევთან ახლოს იმყოფება. ხარკოვი ომის დაწყების მეორე დღეს დატოვა. დენის განჯა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. ამავდროულად ის მადლობას უხდის ქართველ ხალხს უკრაინის მხარდამჭერი აქციების მოწყობისა და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნისთვის. “იმედი მაქვს, რომ უკრაინის გამარჯვებას მალე ვიზეიმებთ”- ამბობს ის.

“მივესალმები ჩემს ძვირფას მეგობრებს საქართველოდან! მე ვარ დენის განჯა და გაეროში უკრაინის ახალგაზრდობის ელჩი. ახლა კიევთან ახლოს ვიმყოფები. ქალაქი ხარკოვი ომის მეორე დღეს დავტოვე. დღეს უკრაინაში ჩვენ ვიბრძვით ევროპის მომავლის, დემოკრატიისა და ჩვენი ღირებულებებისთვის. ჩვენ ვიცით, რომ თქვენ საქართველოში უკრაინის მხარდამჭერ აქციებს აწყობთ და ჩვენს ქვეყანას ჰუმანიტარულ დახმარებას უგზავნით. ახლა უკრაინაში მტერი სამხედრო დანაშაულს სჩადის. ისინი ბარბაროსული მეთოდებით ხოცავენ უდანაშაულო ხალხს, ბავშვებს. მათ გაანადგურეს 200-ზე მეტი სკოლა.უკრაინას ძალიან დიდი დანაკარგი აქვს ნიკოლაევში, ხერსონში, ხარკოვში, კიევსა და სხვა ქალაქებში, მაგრამ ჩვენ ბოლო ამოსუნთქვამდე ვიბრძოლებთ. ჩვენ ვუზრუნველყოფთ, ევროპის მოსახლეობის პუტინის რეჟიმისგან დაცვას. ეს არ არის ომი, სადაც მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ვიბრძვით, არამედ ომი, რომლის საშუალებითაც ვლადიმერ პუტინის რეჟიმი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ყველა, ვინც უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩაერთო პასუხს აგებს საკუთარი ქმედებებისთვის. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ კვირებში უკრაინის გამარჯვებას ვიზეიმებთ. დიდება უკრაინას! იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთმანეთს მალე შევხვდებით!”

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend