მთავარიევროპაუკრაინარუსული ჯარი უკრაინულ სოფლებს ბომბავს

რუსული ჯარი უკრაინულ სოფლებს ბომბავს

სოფელი გორენკა კიევის ჩრდილოეთით, დაახლოებით 20 კილომეტრში მდებარეობს. ვიდრე ომი დაიწყებოდა აქ სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა. ომის გამო სოფელი უმრავლესობამ დატოვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსული ჯარი სოფლებს გრადებით ბომბავს.

„ეს სახლი ჩემი მეგობრის მამისაა, პირდაპირ ამ სახლს ესროლეს. რას აკეთებენ? აქეთ მოდით, გთხოვთ, აქ ორი პატარა ბავშვი და ორი მოხუცი ცხოვრობდა, ეს იყო ოჯახი ბებიით და ბაბუით, და ნახეთ, რა გააკეთეს“, – ყვება ვასილი ოკსაკი, მაშველი და ადგილობრივი.

„აქ პატარა ბავშვები დაშავდნენ, ეს სახლი მეხანძრეს ეკუთვნის, ის მორიგეობდა, როცა მისი ოჯახი აქ იყო“, – ამბობს სერგეი შევჩენკო

ბრძოლები რუსულ და უკრაინულ ჯარს შორის აქედან სულ რაღაც სამ კილომეტრში მიმდინარეობს. რამდენიმე დაჭრილი ჯარისკაცი საბრძოლო ხაზიდან გორენკაში გადმოიყვანეს.

გორენკას მცხვორებთა უმრავლესობა მეზობელ სოფელ პუშა-ვოდიცაში მდებარე თავშესაფარში გადავიდა. ახლა აქ 600-მდე ადამიანი აფარებს თავს.

„ჩვენც შეგვეძლო აქედან გაღწევა, მე უკვე ვიპოვე მანქანა, მაგრამ არ შემიძლია ხალხის მიტოვება, მე შემომთავაზეს კორსუნ-შევჩენკოვსკში წასვლა, იქ თითქოს სიმშვიდეა“, – ამბობს ადგილობრივი მაშველი, ალექსანდრე შვეცი.

დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით კიევის ოლქში ბრძოლები ბუჩაში, გოსტომელში, ვორზელსა და ირპენში მიმდინარეობს.  უკვე სამი დღეა ირპენი ელექტროენერგიის, წყლისა და გათბობის გარეშეა დარჩენილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend