მთავარიმსოფლიოევროპაევროპული კავშირი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბლოკში გაწევრიანების საკითხს განიხილავს

ევროპული კავშირი უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ბლოკში გაწევრიანების საკითხს განიხილავს

ევროკომისია ანგარიშს მოამზადებს და შეაფასებს რამდენად აკმაყოფილებენ უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის ფუნდამენტურ ფასეულობებსა და მოთხოვნებს.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ ქვეყნების განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ევროკომისია განიხილავს, გუშინ, 7 მარტს ბრიუსელში ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ მიიღო. ევროკომისია განიხილავს და ცალ-ცალკე წარადგენს მოსაზრებებს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე.

როდესაც ბრიუსელი დაასრულებს შეფასებას – რაც დაწყებული პროცესის პირველი ნაბიჯია და ჩვეულებრივ, რამდენიმე წელი გრძელდება – ევროკავშირის ქვეყნებმა ის ერთხმად უნდა დაამტკიცონ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის საბრძოლო ძალების მიერ 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას გასულ კვირას მოაწერა ხელი. რასაც მალევე მოჰყვა მოლდოვის და საქართველოს მიმართვები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ კვირას განაცხადა, რომ გაფართოების პროცესის წარმატებით დასრულებისთვის “ჯერ კიდევ არის გზა გასასვლელი”.

თურქეთის, სერბეთისა და მონტენეგროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოფიციალურ ბრიუსელთან უკვე გამართეს მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ალბანეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიას მინიჭებული აქვთ კანდიდატი ქვეყნების სტატუსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend