მთავარიმსოფლიოUNITED NATIONSგაეროს საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პირველ მოსმენას გამართავს

გაეროს საერთაშორისო სასამართლო უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პირველ მოსმენას გამართავს

დღეს, 7 მარტს საერთაშორისო სასამართლო პირველ მოსმენას გამართავს უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებებთან დაკავშირებით. კიევის მიერ აღძრულ საქმეში ნათქვამია, რომ რუსეთი უკრაინაში ყალბი და ცრუ განცხადებების საფუძველზე შეიჭრა.

ოფიციალური რუსეთის ცრუ განცხადებები კი დონეცკისა და ლუგანსკსის რეგიონებში გენოციდს უკავშირდება. კიევში აცხადებენ, რომ რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვით თავად სჩადის გენოციდს.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, რომელიც ლიეტუვაში იმყოფება, აცხადებს, რომ მას ნანახი აქვს რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დამადასტურებელი ცნობები.

ენტონი ბლინკენის განცხადებით, მათ ნახეს მშვიდობიან მოსახლეობაზე  მიზანმიმართული თავდასხმის შესახებ არაერთი სარწმუნო ცნობა, რომელიც შესაძლოა, შეფასდეს სამხედრო დანაშაულად. მისი თქმით, ასევე ნახეს ცნობები გარკვეული შეიარაღების გამოყენებასთან დაკავშირებით.

საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” დროს, როგორც ამ ომს თავად უწოდებენ, აღმოაჩინეს გარკვეული მტკიცებულებები.

ოფიციალური რუსეთის განცხადებით, კიევი თითქოს ცდილობდა გაენადგურებინა შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებული სამხედრო ბიოლოგიური პროგრამის კვალი.

ამავდროულად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში შეშფოთებულნი არიან, რომ შესაძლოა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსაგდურის თანამშრომლებს რუსი სამხედროები ეუბნებიან, რა გააკეთონ. მათი განცხადებით, ნებისმიერი ჩარევა ელექტროსაგურის მუშაობაში უსაფრთხოების საერთაშორისო პროტოკოლების დარღვევაა.

საფრანგეთში დღეს გაიმართება ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. განიხილავენ, თუ როგორ მოემზადონ უკრაინიდან დაახლოებით 4 მილიონი დევნილის მისაღებად. შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება ჰუმანიტარული დახმარების საკითხი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend