მთავარისაქართველოევროინტეგრაცია და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები

ევროინტეგრაცია და რუსეთ-საქართველოს ეკონომიკური კავშირები

ევროინტეგრაციის რეზოლუცია, როგორც საქართველოს მხრიდან საგარეო კურსის ოფიციალური პოლიტიკური განცხადი მიღებულია. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, მმართველი და ოპოზიციური პარტიების სრული მხარდაჭერით, დოკუმენტი სესიაზე განსახილველად გადააგზავნა. სრული თანხმობის მიუხედავად, ოპოზიციის დიდი ნაწილი ამბობს, რომ ხელისუფლება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს – ერთის მხრივ განაცხადას აკეთებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციაზე, მეორეს მხრივ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს ინარჩუნებს და მჭიდროს ხდის. ასეთი შეფასება, რუსეთის გადაწყვეტილებას უკავშირდება, ქართული კომპანიებისთვის ბაზრის გახსნის შესახებ.

„ეს არის ორმაგი სტანდარტი, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ერთის მხრივ ის მოლაპარაკებებს მართავს რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ და ამით ურთიერთობას იფუჭებს უკრაიანასა და დასავლეთთან. ხოლო მეორეს მხრივ ევროკავშირში შეაქვს განაცხადი დაჩქარებული წესით წევრობაზე და პარლამენტში ამავე საკითხზე იღებს რეზოლუციას. ეს უკანასკნელი კარგია, მაგრამ დასავლეთში უყურებენ ამ ნაბიჯებს, რაც არ დაგვეხმარება და პირიქით, ხელს შეუშლის საქართველოს ევროპული მომავლის და მიზნების დაჩქარებულად მიღწევას“ – აცხადებს პარლამენტის წევრი „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი.

მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ ევროინტეგრაციის რეზოლუცია ამყარებს საქართველოს განაცხადს ევროკავშირში დაჩქარებული წესით ინტეგრაციის მოთხოვნას. რუსეთის გადაწყვეტილებას კი პროვოკაციად აღიქვამენ, რითაც რუსეთის მხრიდან საქართველო-უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვის საბაბით ხსნიან. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ფრთხილი პოლიტიკით, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს, მსგავს პროვოკაციებზე წამოგება არ მოხდება.

“საქართველოს გარკვეული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან უკრაინაში ომის დაწყებამდე ჰქონდა. ამავდროულად, თავად ქართული ბიზნესის ინიციატივა იყო გარკვეული რძის პროდუქტების მწარმოებლებს – ძირითადად საუბარია ყველზე – ბაზრის დივერსიფიკაციის საშუალება ჰქონოდა. ეს მოლაპარაკებები ახლა კი არ მიმდინარეობდა – მოლაპარაკებები სამი წლის წინ დაიწყო. უბრალოდ, რუსეთის ფედერაცია ქართული პროდუქციისთვის ბაზარს არ ხსნიდა და ახლა მიიღო ბაზრის გახსნის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ასე ვიღაც დეპუტატი გამოვიდა და თქვა, ფრენები გავხსნათო…

მათი მხრიდან კიდევ მრავალი პროვოკაციული ნაბიჯი იქნება, რომელიც დაძაბულობის ესკალაციას შეუწყობს ხელს. იქნება კიდევ მრავალი… გამომდინარე აქედან, საქართველოს ხელისუფლების დადანაშაულება, თუ რატომ დგამს რუსეთი თითქოს საქართველოსთვის სასიკეთო ნაბიჯებს, სინამდვილეში კი პოლიტიკურად დამაზიანებელს, ამაზე კითხვა არ უნდა ისმებოდეს. ის ასეთ ნაბიჯებს გადადგამს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ნაბიჯები სინქრონული იქნება. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვიმოქმედებთ”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო და წესების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლიტიკურ დღისწესრიგშია რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მიღების საკითხიც. ოპონენეტები მმართველ გუნდს მოუწოდებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საზღვრებზე მუშაობა გააძლიეროს, რათა რუსი დივერსანტების შემოსვლა და საფრთხეების მომატება არ მოხდეს. ოპოზიცია ხელისუფლებას უკრაინელი დევნილების მიღების საკითხზეც თხოვს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend