მთავარიევროპაესპანეთიბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი დასრულდა

ბარსელონაში მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი დასრულდა

ბარსელონაში მიმდინარე მობილური ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესი დასასრულს მიუახლოვდა. პანდემიის შემდგომ პირველ პირისპირ გამართულ ღონისძიებაში 200 ქვეყნიდან 1900 კომპანიმ და 60 000-ზე მეტმა ადამიანმა  მიიღო მონაწილეობა.

კომპანია GSMA-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯონ ჰოფმანი აცხადებს, რომ განწყობა და კონგრესის გამოხმაურება საოცარი იყო. მისი თქმით, მართალია, ყველა ძალზე მოხარულია, რომ კვლავ შეძლეს ერთად უსაფრთხოდ შეკრება, თუმცა მთავარი მაინც მათი სამომავლო გეგმების განხილვა იყო.

რას გვიმზადებს მომავალი? შეკრების ერთ-ერთი მთავარი თემა მეტავერსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების განვითარება იყო. შედეგად ჩნდება კითხვა,  მომავალში შევძლებთ თუ არა კონგრესზე ე.წ. ავატარებით დასწრებას.

ჯონ ჰოფმანის განცხადებით, პანდემიამ დაგვანახა,  რომ, მართალია, ადამიანებს შეუძლიათ ერთმანეთთან ელექტრონულად დაკავშირება, თუმცა ეს მაინც არ არის ე.წ. მეტავერსი. მისი თქმით, როდესაც კონგრესი გაიხსნა, გამოჩნდა, რომ ადამიანებს სურდათ ფიზიკურად შეკრება.

პარადოქსულია, რომ თავად ექსპერტები საუბრობენ ვირტუალური სამყაროს მეშვეობით ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირებაზე, მაგრამ კონგრესის მონაწილეებს  პირისპირ შეხვედრები ჩაუნაცვლებლად მიაჩნიათ. ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეა.

კომპანია „Accenture”-ის წარმომადგენლის ენდრიუ ვოლკერის განცხადებით, კოვიდთან დაკავშირებით საინტერესო ისაა, რომ სახლიდან მუშაობის დროს ძალიან ეფექტიანები გავხდით ადამიანები, თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა. ხალხს სჭირდება ადამიანური ურთიერთობები. ენდრიუ ვოლკერი ამბობს, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ასე ერთად შეკრება, საუბარი გარკვეულ საკითხებზე და  იდეების გაცვლა.

მობილური ტექნოლოგიების კონგრესი არამარტო მონაწილეთათვის იყო მნიშვნელოვანი, არამედ ბარსელონის ეკონომიკისთვისაც. 2-წლიანი ეკონომიკური გაურკვევლობის შემდეგ ღონისძიების შედეგად ქალაქმა 240 მილიონი ევრო გამოიმუშავა და შეიქმნა 6700 დროებითი სამუშაო ადგილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend