მთავარი გადაცემები Spotlight ახალი ტექნოლოგიები იაპონიაში რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს

ახალი ტექნოლოგიები იაპონიაში რეგიონების განვითარებას უწყობს ხელს

საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხონ ქვეყნებმა  მოსახლეობისაგან დაცლილ რეგიონებში ხალხის დაბრუნება? იაპონია, სადაც მოსახლოების ხანდაზმულობის მაჩვენებელი მაღალია, რეგიონების გამოცოცხლებას ციფრული ტექნოლოგიების განვითარებით ცდილობენ ახალი პროგრამის ფარგლებში, რომელსაც „ციფრული ბაღ-ქალაქი“ [Digital Garden City] ეწოდება.

60 წლის განმავლობაში სოფელ კამიამადან მოსახლეობის 70 პროცენტი გავიდა. თუმცა იგივე კამიამა არის მაგალითი იმ სოფლებისა, სადაც ახლა მოსახლეობის უკან ბრუნდება. ეს სოფელი სადაც 5 ათასი სული ცხოვრობს, ერთი კაცისა და ფართოხაზოვანი ინტერნეტის დამსახურებით განახლდა.

იმინამი შინაია, არაკომერციული ორგანიზაცია Green Valley-ის დირექტორი:

“ჩემს თავს ვკითხე: შემიძლია თუ არა ეს მშვენიერი ადგილი სილიკონის ველად ვაქციო? აი სწორედ ამიტომ დავიწყე ამ ქალაქის გაციფრულება.“

რამდენიმე ათეულმა კომპანიამ, ძირითადად  საინფორმაციო-ტექნოლოგიური სფეროდან,  ამ არემარეში სატელიტური ოფისები შექმნა, რისთვისაც ბევრმა ძველებური სახლის შენობა შეაარჩია. ამ ტოკიოელმა მეწარმემ Green Valley-ის დახმარებით   2013 წელს კამიამაში ყველაზე დიდი ოფისი გახსნა, სადაც 15 კაცს ასაქმებს.

სუმიტა ტეცუ, Engawa Corporation-ის პრეზიდენტი და ხელმძღვანელი:

“ჩვენს თანამშრომელს შეუძლია აირჩიოს საიდან იმუშავებს ტოკიოდან თუ კამიამადან  – პოზიციაც და ხელფასიც ორივე ადგილზე ერთნაირია. ჩემი აზრით, იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც სოფლებში ციფრულ ტექნოლოგიებს იყენებენ  სულ უფრო გაიზრდება.“

დღეს კამიამაში საცხოვრებლად უფრო მეტი ადამიანი გადადის, ვიდრე სოფლიდან გადის.  სოფლის საბავშო ბაღში ბავშვების 70 პროცენტი კამიამაში საცხოვრებლად ჩამოსული ოჯახებიდანაა.

კამიამას გამოცოცხლება 1999 წელს დაიწყო, როდესაც აქ პროფესიონალებმა დაიწყეს ჩამოსვლა როგორც იაპონიიდან ისე უცხოეთიდან. შემდეგ ორგანიზაცია Green Valley-მა გადაწყვიტა, რომ კომპანიებისთვის აქ ოფისის გადმოტანა გაემარტივებინა.

ტაკეუჩი კაზუირო, არაკომერციული ორგანიზაცია Green Valley-ის მმართველი დირექტორი:

“გვინდა ისეთი ქალქი ავაშენოთ, სადაც ძალას და ხალისს იგრძნობ. ამიტომ  ვეხმარებით კომპანიებს, რომ მაგალითად უძრავი ქონება მოძებნონ და მეზობლებთან ვაკავშირებთ.“

ციფრულ ფორმატს ქალაქი ინაც მიმართავს, რათა თავისი მოსახლეობის ცხოვრების დონე აამაღლოს. აქ მოხუცებს სამედიცინო დახმარებას დრონების დახმარებით აწვდიან. გადაიდგა ნაბიჯები, რათა მოხუცებსა და მარტოხელა პაციენტებს საავადმყოფოს მომსახურებაზე წვდომა გაუადვილდეთ.

იასუე აკირა, ქალაქ ინას ახალი ინდუსტრიული ტექნოლოგიების განვითარების ხელმძღვანელი:

„იაპონიის სოფლებში ექიმსი დეფიციტია. ამ პრობლემის მოსახსნელად, ჩვენი აზრით საჭიროა ჯანდაცვის მომსახურება პაციენტებს ტექნოლოგიისა და დისტანციური სამედიცინო პლატფორმის საშუალებით მივაწოდოდთ.“

აქ, იაპონიის ალპებში ზამთარში ხშირად თოვს, რაც კიდევ ერთი დაბროკლებაა. მობილური კლინიკა ადგილობრივი ნიშიმურასთვის ნამდვილი შვებაა, რადგან იგი სახლიდან გაუსვლელად გადის მკურნალობის კურსს უახლოეს საავადმყოფოში, რომელიც სახლიდან ერთი საათის სავალზეა.  საავადმყოფოს ექიმი პაციენტს კონსულტაციას ვიდეო-ჩართვით უწევს.

 

ნიშიმურა აკირა, პაციენტი:

„როდესაც საავადმყოფოში მივდივარ, იქ უამრავი ხალხია და სათქმელს ბოლომდე ვერ ვამბობ. აქ პირისპირ შეხვედრის დროს ჩემს ჩივილებზე უფრო თავისუფლად ვყვები.“

იკუო კამიამა, კამიამას კლინიკის დირექტორი, მედიცინის დოქტორი:

“დრო სიარულზე რომ აღარ იხარჯება, ეს საშუალებას მაძლევს პაციენტს უფრო დიდხანს ვესაუბრო.“

იაპონიაში მოსახლეობის პრობლემა  მხოლოდ სოფელში არ დგას. ახალი მოსახლეების მიზიდვა  ისეთ პროვინიცებსაც სურთ, როგორიცაა მაგალითად ფუკუშიმა, საიდანაც 2011 წელს ბირთვული კატასტროფის შემდეგ მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

2014 წლიდან მოყოლებული მინამისომაში მოქმედი ეს ბიზნესინკუბატორი სიხარულით იღებს დამწყებ ბიზნესებს, მათ შორის  სხვა რეგიონებიდანაც. ინკუბატორის  დამფუძნებელს სურს გადასახლებული ხალხის დაბრუნება საკუთარ ქალაქშიც დააჩქაროს, რომელიც ბირთვული ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრზე მდებარეობს.

ვადა ტომოიუკი,  კომპანია Odaka Worker’s Base-ის ხელმძღვანელი:

“თუ აქ უამარავი პრობლემაა და ბევრი თვლის, რომ აქ ვერ იცხოვრებს, მე მზად ვარ, აქ  100 თუნდაც 1000 მცირე და საშუალო ზომის კომპანია შევქმნა, ეს არის ჩემი მისია.“

იმ 18 ბიზნესს შორის, რომლებიც Odaka Workers Base-ის დახმარებით ამუშავდა, ერთი კომპანია პორფესიონალ ცხენოსნებს ეკუთვნის. მისი კომპანია ტურისტებს საცხენოსნო ტურებს სთავაზობს იმ ქალაქში, რომელიც ცნობილია  ცხენოსნობის ტრადიციებით.

ჯინ იოჩირო, კომპანია Horse Value-ის წარმომადგენელი:

„Odaka Workers Base-ის ხელმძღვანელმა  ბატონმა ვადამ ჩვენ მენტორის ფუნქცია შეგვისრულა და რამდენიმე მსხვილ ინევსტორთან დაგვაკავშირა.“

კომპანია  Haccoba-ს გუნდმა შინნახადი საკეს  გამოსახდელი გააკეთა, სადაც ისინი ტრადიციულ იაპონურ სასმელს ამზადებენ. იქვე პატარა მაღაზიაც გახსნეს.

სატო ტაისუკე, Haccoba INC-ის ხელმძღვანელი:

“აქ რომ ვმუშაობ, ასე მგონია ჩვენს წარმოებას რაღაცას შევმატებ. მაგალითად, აქვე ელექტროსადგურთან ახლოს ბრინჯი მოჰყავთ და ჩვენ შეგვიძლია მათი პროდუქტი ჩვენი საკეს მეშვეობით მსოფლიოს ვაჩვენოთ.“

მინამისომაში ინოვაციური მოძრაობა ძალას იკრებს, რაც რეგიონის განახლებას ტექნოლოგიის მეშვეობით უწყობს ხელს. ამ ქალაქში მოქმედი რობოტების საცდელი უნიკალური ცნეტრი ამ მხრივ თავის სიტყვას ამბობს. აქ კომპანიები ყველა ტიპის რობოტს ცდიან, განსაკუთრებით ისეთებს, რომლებიც საგანგებო სიტუაციების მართვის დროს გამოდგება როგორც ჰაერში, ისე ხემელთსა და წყალქვეშ.

რობოტებს მაგალითად შეუძლიათ მიყრუებულ ადგილებში ნავაჭრი ან მედიკამენტები მიიტანონ. პროფესორი სუზუკი შინჯი, ფუკუშიმას რობოტების საცდელი ცენტრის დირექტორი თვლის, რომ

„სოფლად რობოტების დანერგვა „ძალიან იმედისმომცემია“. ჩვენ ისეთი ხალხი გვჭირდება, ვისაც მათი მართვა შეუძლია, ჩვენ მათ გადავამზადებთ და ზედამხედველობასაც გავუწევთ.  ჩემი აზრით, ამ გზით რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნა მათ  გამოცოცხლებას შეუწყობს ხელს.“

ავტორი: ლორენს ალექსანდროვიჩი

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend