მთავარიევროპაუკრაინალვოვის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას ცდილობენ

ლვოვის მუზეუმში კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენას ცდილობენ

უკრაინის ხელოვნების ყველაზე დიდი მუზეუმის თანამშრომლები ექსპონატებს ყუთებში ინახავენ. ანდრეი შეპტიცკის სახელობის ეროვნული მუზეუმი ქალაქ ლვოვში მდებარეობს. ის 24 თებერვალს, ომის დაწყებისთანავე დაიხურა. მუზეუმის დირექტორის თქმით, მას ყოველდღე ურეკავენ ევროპის კულტურული დაწესებულებების წარმომადგენლები და დახმარებას სთავაზობენ.

„ნამუშევრები ჩამოვხსენით კედლებიდან. ისინი ჩაგვაქვს დაცულ ადგილას, მუზეუმის ქვეშ არსებულ საცავებში. ყველაფერს ვცდილობთ რომ შევინახოთ ეროვნული მემკვიდრეობა. ძალიან მტკივნეულია. ხანდახან ცრემლები მომდის. როცა ხედავ ცარიელ კედლებს, სევდიანი ხდები. ბოლო მომენტამდე არ მეგონა რომ ეს მოხდებოდა“, – წუხს ანდრეი შეპტიცკის სახელობის ეროვნული მუზეუმის დირექტორი იჰორ კოჟანი.

ექსპონატებს შორის ბაროკოს ეპოქის ნამუშევრებია. თანამშრომლებს ასევე მიაქვთ მეთვრამეტე საუკუნეში დამზადებული კანკელი. ჯამში ყუთებში თორმეტი ათასზე მეტი ექსპონატია მოთავსებული.

„აუცილებელია, რომ ეს კოლექციები მომავალ თაობებს გადავცეთ. როგორც ადამიანის სულია უკვდავი, ისეა ეს ექსპონატებიც.  ვიცავთ ჩვენს მიწა-წყალს და კულტურას. ამისთვის თავის გაწირვა ღირს“, – ამბობს იჰორ კოჟანი.

მუზეუმი ორ მსოფლიო ომს გადაურჩა. თანამშრომლებს იმედი აქვთ, რომ შენობა რუსეთის შეტევასაც გაუძლებს.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend