მთავარიევროპაუკრაინადაბომბილი სპორტკომპლექსი ხარკოვში

დაბომბილი სპორტკომპლექსი ხარკოვში

გარდა სტრატეგიული ადგილებისა, რუსული ჯარი უკრაინაში სოციალურ ინფრასტრუქტურას და სამოქალაქო შენობა-ნაგებობებსაც ბომბავს. ერთ-ერთი ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა, ხარკოვია. ადგილობრივმა იური კოჩუბეიმ ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს როგორ დაინგრა ხარკოვის სპორტკომპლექსი დაბომბვის შედეგად.

“ნახევარი საათის წინ აქ ავიადარტყმა იყო რუსული თვითმფრინავების მხრიდან. სავარაუდოდ, სუ-25, რომლებიც მესამე დღეა დაფრინავენ ხარკოვის ცაზე და ანადგურებენ ინფრასტრუქტურას, არა სამხედროს ან სტრატეგიულს, არამედ სოციალურს, სკოლებს, საავადმყოფოებს.

ახლა სპორტდარბაზში ვართ.

ეს არის ფარიკაობის დარბაზი, ნახეთ რა დარჩა მისგან, ამას ვეღარ აღადგენ. არის იმის დიდი ალბათობა , რომ აუფეთქებელი ყუმბარები ჯერ კიდევ აქ არის, იმიტომ რომ ისინი ხშირად იყენებენ საერთაშორისო კონვენციით ყველასგან აკრძალულ კასეტურ ბომბებს.

ასე გამოიყურება ახლა ხარკოვის სოციალური ინფრასტრუქტურა, ისინი ხარკოვს ანადგურებენ.

ყველამ უნდა ნახოს როგორია რუსული მშვიდობა, რა მოაქვს მას ჩვენს ქალაქში, მაგრამ ჩვენ არ ვნებდებით”, – ყვება ვიდეოში იური კოჩუბეი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend