მთავარიევროპარუსეთირუსეთი კრემლის პოლიტიკის მიმართ არალოალურად განწყობილ მედიას ბლოკავს

რუსეთი კრემლის პოლიტიკის მიმართ არალოალურად განწყობილ მედიას ბლოკავს

სახელმწიფო მარეგულირებელი კომპანიის “როსკომნადზორის” გადაწყვეტილებით, რუსეთში დაიბლოკა ფეისბუკი და ტვიტერი, მაუწყებლობა შეუჩერდათ ბიბისის, ამერიკის ხმას, რადიო თავისუფლებას, დოიჩე ველესა და მედუზას.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, სადამსჯელო ღონისძიებები გაძლიერდა იმ მედიასაშუალებების მიმართ, რომლებიც კრემლის პოზიციას არ იცავენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პარასკევს იმ მედიასაშუალებებზე და

პირებზე სადამსჯელო ღონისძიებები გააძლიერა, რომლებიც ვერ ახერხებენ კრემლის პოზიციის დაცვას უკრაინის ომის პერიოდში. მან დაბლოკა Facebook და Twitter. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს იმ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც, მოსკოვის აზრით, ყალბ ამბებს ავრცელებენ.

“რუსეთმა შეწყვიტა იმ არხების მაუწყებლობა რომლის მეშვეობითაც რუსი მოქალაქეები გამოხატავდნენ თავიანთ უკმაყოფილებას უკრაინაში ომის მიმართ. ასე რომ, ეს ნაბიჯი ართმევს მათ პროტესტის გამოხატვის საშუალებას. ასევე ზღუდავს საჯარო მიმართვის ხელმისაწვდომობას, მაგალითად როგორიცაა ზელენსკის მიმართვა რუსი ხალხისადმი, ამ გზით ისინი ხელს უშლიან უკრაინის მხარდამჭერებს”,- ამბობს საერთაშორისო მშვიდობის ფონდის დირექტორი ალისა უონლესი.

მთავრობის ქმედება რუსულ ენაზე უცხოური მედიის მიერ გამოქვეყნებული ახალი ამბების წინააღმდეგ, მიზნად ისახავს კიდევ უფრო მკაცრი კონტროლის დამყარებას. ასე ცდილობს რუსეთის მთავრობა გააკონტროლოს, თუ რა ინფორმაციას იღებენ რუსეთის მოქალაქეები უკრაინაში შეჭრის შესახებ.

სახელმწიფო კომუნიკაციების დამკვირვებელი ორგანო „როსკომნადზორი“ ადრე ადანაშაულებდა Twitter-ს იმაში, რომ პლატფორმაზე რუსეთის ხელისუფლების მიერ აკრძალული შინაარსის მასალა არ წაიშალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend