მთავარიევროპაუკრაინამოქალაქეები ქალაქის დატოვებას კიევის რკინიგზის სადგურიდან ცდილობენ

მოქალაქეები ქალაქის დატოვებას კიევის რკინიგზის სადგურიდან ცდილობენ

კიევის ცენტრალური რკინიგზის სადგურზე კვლავინდებურად ხალხმრავლობაა. მოქალაქეები ქალაქის დატოვებას ცდილობენ. დედები ბავშვებით ხელში, ძაღლების ყეფა, თითქოს ყველა ხვდება, რომ მატარებელზე ადგილი აღარ არის.

კიევის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ქალაქისა და ქვეყნის დატოვება იძულებით უწევთ.

ისინი აცხადებენ, რომ ახლა ბირთვული აფეთქების საფრთხეც წარმოიშვა. გარდა ამისა,  რუსეთის ჯარები კიევს უახლოვდებიან. ბევრს არ ეგონა, რომ ომი ამდენხანს გაგრძელდებოდა და გაქცევა მოუწევდათ.

მამაკაცებმა ოჯახები დასავლეთ უკრაინაში გააგზავნეს. თვითონ კი მიიღეს რთული გადაწყვეტილება და დარჩნენ დედაქალაქში, რათა ქალაქი რუსი აგრესორებისგან დაიცვან.

რუსების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგურის დაკავების შემდეგ, კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გადაწყვიტა ქალაქის დატოვება.

უკრაინელ დევნილებს პოლონელი მოხალისეები, მეხანძრეები და პოლიცია ხვდება.  პოლონეთი ყოველდღიურად ათასობით დევნილს იღებს.

უკრაინის საზღვრებთან ევროპიდან უამრავი ადამიანი ჩადის, რათა დევნილ ბავშვებსა და ქალებს დაეხმარონ. უამრავ დევნილს საზღვრის იქით არავინ ჰყავს, ამიტომ ისინი მიმღებ ცენტრებში დახმარებას ელოდებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend