მთავარიკუბიდეზინფორმაციის გავრცელება რუსეთში 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

დეზინფორმაციის გავრცელება რუსეთში 10-დან 15 წლამდე პატიმრობით დაისჯება

რუსული საინფორმაციო სააგენტოს “რია-ნოვოსტის” მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის კანონმდებლობაში ცვლილებები შედის, რომლის თანახმადაც რუსული სამხედროების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება აიკრძალება. სულ მალე ეს კანონპროექტი პარლამენტში განიხილება.

ახალი კანონმდებლობის თანახმად, ცრუ ინფორმაციად ჩაითვლება ყველაფერი, რასაც არ ავრცელებს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ან სხვა ოფიციალური წყაროები.

საინფორმაციო გზავნილებში აიკრძალება ისეთი ტერმინოლოგიების გამოყენება, რომლებიც არ არის ნებადართული სახელმწიფოს მიერ.

მაგალითად, აიკრძალება რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული ქმედებების მოხსენიება ისე, როგორც “ომი.” ასევე აკრძალულია გამოყენება ტერმინების- “თავდასხმა” და “ოკუპაცია.”

დეზინფორმაციის გავრცელება დაისჯება 700 ათასი რუბლიდან 1,5 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმით ან სამწლიანი პატიმრობით. იმ შემთხვევაში თუ ცრუ ინფორმაციის გავრცელებას მძიმე შედეგი ექნება, პატიმრობის ვადა 10-დან 15 წლამდე გაიზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend