მთავარიევროპარუსეთიომის წინააღმდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

ომის წინააღმდეგ რუსეთში საპროტესტო აქციები გრძელდება

სანქტ-პეტერბურგში ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციების დროს აქციის ათობით მონაწილე მას შემდეგ დააკავეს, რაც კრემლის კრიტიკოსმა და ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ ციხიდან მოუწოდა რუსებს, გაეპროტესტებინათ უკრაინაში შეჭრა.

მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რუსული ჯარები უკრაინაში შევიდნენ, ქალაქში საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

“რატომ წყვეტენ ჩვენს მაგივრად ვიბრძოლოთ თუ არა? სისულელეა რაც ხდება. არეულობას და ქაოსს ჰგავს ეს ყველაფერი”, – ამბობს აქციის მონაწილე კირილ ბაქსედოვი.

„მე ომის წინააღმდეგი ვარ. ჩემი ქმარი უკრაინელია, მე რუსი ვარ, შვილი გვყავს ნახევრად უკრაინელი და ნახევრად რუსი. წინააღმდეგი ვარ, რომ ჩვენი  ძმები დავხოცოთ”, – ამბობს დემონსტრანტი ელენა მასინიუკი.

დაკავებულებს შორის იყო 77 წლის აქტივისტი.

რუსეთის ქალაქებში ათასობით ადამიანი პოლიციის მუქარას ეწინააღმდეგება და საპროტესტო აქციებს აწყობს უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გასაპროტესტებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend