მთავარიმსოფლიოევროპაევროკავშირის სანქციები რუსეთს

ევროკავშირის სანქციები რუსეთს

ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის განცხადებით, ევროკავშირი პარასკევს აწყობს საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ამერიკელ, ბრიტანელ და კანადელ კოლეგებთან, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში.

ნატოს ეს საგანგებო შეხვედრა კი უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის გამო იმართება.

ნატომ თავდაცვის გეგმები გასულ ხუთშაბათს მიიღო და პირველად გაააქტიურა სწრაფი რეაგირების ძალები, რათა დაეხმაროს აღმოსავლეთის ქვეყნებში განლაგებულ ალიანსის ათასობით ჯარისკაცს.

ნატოს მოუწოდებდნენ, უკრაინის თავზე ფრენები აეკრძალა მას შემდეგ, რაც რუსული სამხედრო თვითმფრინავები უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ თავს და დაიბომბა საცხოვრებელი უბნები.  ალიანსმა უარი განაცხადა ამ იდეის განხორციელებაზე იმის გამო, რომ ეს გამოიწვევდა მოსკოვთან ბირთვულ კონფლიქტს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა კი განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გამოიყენოს ეს კრიზისი,  რათა უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი გახდეს – თუნდაც მას ეს ძვირი დაუჯდეს.

ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის პრეზიდენტი:

„ამ მძიმე დროში ევროპა საოცრად ერთიანია, ამას ბოლო თვეებია აშკარად ვხედავთ. სანაცვლოდ  კი  მშვიდობა, თავისუფლება და დემოკრატია უნდა მივიღოთ. ევროპა ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს სხვა კონტინენტებზე, რომ სხვასთან არ მოუწიოს რაიმე პირობებზე შეთანმება.”

სანქციები ყველაზე მეტად დააზარალებს რუსეთს, თუმცა ევროპაში ბევრს ეშინია, რომ თავადაც გადაიხდიან მეტს საკვებში, გაზსა თუ სხვა რაიმეში. ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს “ღირსეული ფასია”.

ვალდის დომბროვსკისი ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი და სავაჭრო კომისარი:

“სანქციები მყისიერ გავლენას მოახდენს ჩვენს ეკონომიკაზეც. ძნელია მისი გავლენის რაოდენობრივი დადგენა, რადგან ვითარება სწრაფად იცვლება. ბევრი რამ ჯერ კიდევ უცნობია. ფასების ზრდაზე გავლენას მოახდენს ბოლოდროინდელი სიტუაცია. ჩვენ დავინახავთ მის გავლენას ნავთობისა და გაზის ფასებზეც. იქნება ფისკალური ხარჯებიც, მაგრამ ჩვენ ძლიერ პოზიციაზე ვდგავართ და ცხადია, ეს არის ფასი, რომელიც ღირს, რომ  დემოკრატიისა და მშვიდობისთვის გავიღოთ.“

ასობით ათასი ლტოლვილი უკვე ჩადის ევროპაში. ეს შესაძლოა ევროპის ეკონომიკისათვის ზეწოლად იქცეს, მაგრამ ამ დროისთვის ყველაზე მთავარი მათი ერთიანობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend