მთავარიევროპაუკრაინავითარება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში

ვითარება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში

ქალაქში და მის მისადგომებთან მძიმე ბრძოლებია - ქალაქი რაკეტებით იბომბება

ხარკოვში დაუნდობელი ბრძოლა მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრში სამთავრებო შენობებს რუსული არმია რაკეტებს ესვრის, დაიწვა პოლიციის მთავარი განყოფილება. ქალაქის მერის განცხადებით, რუსმა მედესანტეებმა რკინიგზა დაიკავეს, ქალაქის სხვა რაიონებში უკრაინელი ჯარისკაცები პოზიციებს არ თმობენ.

ხარკოვში 1 მარტის ღამე მძიმე გამოდგა. ქალაქის ცენტრში რამდენიმე რაკეტა დაეცა, დაიღუპა სულ მცირე 20 ადამიანი, 100 ზე მეტი დაიჭრა. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მოსკოვს უკრაინის რუკიდან გაქრობა სურს.

“მათ არაფერი იციან ჩვენს დედაქალაქზე, ჩვენს ისტორიაზე და მათ უბრძანეს ჩვენი წარსულის წაშლა, ჩვენი ქვეყნის წაშლა, ჩვენი ყველასი წაშლა“, – მიმართავს მოქალაქეებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

კიევში ტელეანძაზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულების ცხედრებს მარხავენ. სარაკეტო შეტევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი იგორ კონაშენკოვი აცხადებს, რომ უკრაინაზე რუსული არმიის შეტევა გრძელდება.

“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დივიზიებმა ხერსონის ცენტრი აიღეს. სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და სამოქალაქო ტრანსპორტი წესრიგშია. ქალაქში არის საკმარისი საკვებიც“, – ამბობს რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინის არმიის 1 500 ზე მეტი ობიექტი განადგურდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend