მთავარისაქართველო„ეს ომი არის ჩვენი შვილების მომავლისთვის“ - სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

„ეს ომი არის ჩვენი შვილების მომავლისთვის“ – სოლიდარობა უკრაინელ ხალხს

მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი შეიარაღებული აგრესია დაიწყო, საქართველოში სოლიდარობის აქციები მიმდინარეობს.

ერთი კვირაა ათასობით მოქალაქე ყოველ საღამოს მიდის პარლამენტის შენობასთან და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. სოლიდარობის აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს ბრძოლა ახლა ყველას ეხება – მთელ ცივილიზებულ სამყაროს და მათ შორის საქართველოს.

სოლიდარობის გარდა ამ დღეების განმავლობაში იყო პროტესტიც – მოქალაქეები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობა არ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას და არ უცხადებს სათანადო მხარდაჭერას ომში მყოფ მეგობარ ქვეყანას.

სოლიდარობის აქციაზე მისული მოქალაქეები ხშირად იხსენებენ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწყებულ ომს და ოკუპაციას. ოკუპაციას, რომელიც დღემდე გრძელდება და ასიათასობით მოქალაქე დევნილია საკუთარ ქვეყანაში.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend