სოციალურ ქსელში ვრცელდება უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვის კადრები. როგორც ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 ადამიანი ხოლო დაიჭრა 37.
მისივე თქმით, ოთხი ადამიანი მაშინ დაიღუპა, როდესაც თავშესაფრიდან წყლის მოსაპოვებლად გამოვიდა. ხუთი კი, ორი ზრდასრული და სამი ბავშვი, ცოცხლად დაიწვა მაშინ, როდესაც ბომბი მათ მანქანას მოხვდა.
ხარკოვის მერი იგორ ტერეხოვი აცხადებს, რომ დაბომბვის შედეგად 87 შენობა დაზიანდა.