მთავარიევროპარუსეთისაპროტესტო აქციები რუსეთში - დაკვაებულია 6440 დემონსტრანტი

საპროტესტო აქციები რუსეთში – დაკვაებულია 6440 დემონსტრანტი

რუსეთის ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, პოლიცია უკვე მეოთხე დღეა, უკრაინაში ომის წინააღმდეგ დემონსტრაციებში მონაწილე ათეულობით ადამიანს აკავებს.

გასულ ხუთშაბათს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დემონსტრანტები ამბობდნენ, რომ მზად იყვნენ გაერისკათ ყველაფერი. პოლიციის მხრიდან, აქციების დარბევების მიუხედავად პროტესტი არ წყდება.

უფლებადამცველთა ჯგუფის ცნობით, ამ დროისთვის ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში 6440 ადამიანია დაკავებული.

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი საპროტესტო აქციების როლის დაკნინებას შეეცადა და განაცხადა, რომ პუტინი „ისმენს ყველა მოქალაქის აზრს“, მან ასევე იცის „მათი აზრიც, ვინც იზიარებს, რომ ეს ოპერაცია საჭირო იყო“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend