მთავარიევროპარუსეთიეკონომიკური სანქციების შედეგი

ეკონომიკური სანქციების შედეგი

ორშაბათს რუსული რუბლი ამერიკულ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 30 პროცენტით დაეცა მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს უპრეცედენტო სანქციები დაუწესეს.  ზოგიერთი რუსული ბანკი SWIFT საერთაშორისო გადახდის სისტემაში  დაიბლოკა.

ეკონომიკური კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც შეერთებულმა შტატებმა, აშშ-ში რუსეთის ცენტრალური ბანკის ნებისმიერი აქტივი.

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საუბარია”ასობით მილიარდ დოლარზე”.

მოსკოვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეპარტამენტმა გააფრთხილა ქალაქის მოსახლეობა შაბათ-კვირას, რომ შესაძლოა პრობლემები შეექმნათ Apple Pay-ის, Google Pay-ისა და Samsung Pay-ის გამოყენებასთან დაკავშირებით, რადგან საზოგადოებრივ ტრანსპორტში გადახდის ერთ-ერთი მეთოდი VTB ბანკის ბარათის გამოყენებაა, კიდევ ერთი რუსული ბანკის, რომელსაც სანქციები შეეხო.

„მთელ ფულს უცხოურ ვალუტაში ვინახავ და სკეპტიკურად ვარ განწყობილი Sberbank-ის, VTB-ის და სახელმწიფო ბანკების მიმართ. ვერ ვიტყვი, რომ მზად ვიყავი ამისთვის, თუმცა მომზადებული ვიყავი იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო, როგორც რუსეთის მოქალაქე”, – თქვა ერთმა ადგილობრივმა მეწარმემ, ვლადიმირ ვიასელოვმა.

”ბევრი ბიზნესი ახლა განსაკუთრებით დაზარალდება, ტურიზმი და ლოგისტიკა და ავიაკომპანიები დაზარალდებიან, ალბათ ასეც უნდა იყოს”, – თქვა კიდევ ერთმა მამაკაცმა მოსკოვის ქუჩებში, რომელმაც მხოლოდ მისი სახელი, ნიკიტა გვითხრა.

ორშაბათს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მკვეთრად გაზარდა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 9,5 პროცენტიდან 20 პროცენტამდე, იმ სასოწარკვეთილი მცდელობით, შეენარჩუნებინა რუბლის სტაბილურობა.

ცენტრალური ბანკის განცხადებით, მოსკოვის საფონდო ბირჟა დღესაც დახურული იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend