მთავარიკუბიბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ - რას წერენ სოციალურ ქსელში

ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ – რას წერენ სოციალურ ქსელში

ბელარუსის ჯარები ჩერნიგოვის რეგიონში შევიდნენ. ინფორმაციას თავდაცვის ძალების რეგიონალური განყოფილების წარმომადგენელმა ვიტალი კირილოვმა დაადასტურა.

უკრაინული მედიის ცნობით, ბელარუსული სამხედრო შენაერთები 11:30-ზე შევიდნენ რეგიონში. მათივე ცნობით, ისინი აღჭურვილნი იყვნენ 33 სამხედრო ერთეულით, საიდანაც 11 გრადის საბრძოლო მანქანა გახლდათ.

ბელარუსის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში ჩართულობასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეა საუბრობენ.

უკრაინული წყაროები იუწყებიან, რომ ბელარუსის შეიარაღებული ძალები უკრაინის წინააღმდეგ ყველა საშუალებას გამოიყენებენ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend