მთავარი ევროპა უკრაინა კიევისკენ 5 კილომეტრის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა მიემართება

კიევისკენ 5 კილომეტრის სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა მიემართება

უკრაინელები კვლავ იგერიებენ რუსეთის ჯარებს კიევის ირგვლივ, თუმცა ახალი სატელიტური ფოტოები აჩვენებს, რომ უკრაინის დედაქალაქისკენ დაახლოებით 5 კილომეტრამდე სიგრძის რუსული სამხედრო კოლონა მიემართება.

კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანიის, “მაქსარის” ცნობით, კოლონა სატელიტურ ფოტოებზე ივანკოვის მახლობლად ჩანს, რომელიც უკრაინის დედაქალაქიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.

ფოტოებზე ჩანს ტანკების, ლოგისტიკური სატვირთო მანქანების, ქვეითი მანქანებისა და თვითმავალი არტილერიის  გადაადგილება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend